ზაგრების "დინამომ" "საბურთალო" კლასით დაჯაბნა და გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

ევროტურნირის დებიუტში საქართველოს ჩემპიონმა ორი სიურპრიზი შემოგვთავაზა - დადებითი და უარყოფითი და საინტერესო გახლდათ, რით გაგვაკვირვებდა ამჯერად. რაც შეეხება მეტოქეს, მათ წინასამატჩო განცხადებებში დელიკატური თავდაჯერებულობა შეინიშნებოდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და შეუტიეს, თუმცა, უხიფათოდ. სტუმრები კი ორგანიზებელად იცავდნენ თავს, ზონები საიმედოდ გადაკეტილი ჰქონდათ და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა - აშკარა იყო, გასვლაზე თამაშის ასეთი მიმდინარეობა აწყობდა.

სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, 39-ე წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას
გავრანოვიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და ბოლო მომენტში ტერამ ვარდნაში მოახერხა დარტყმული ბურთის მოგერიება.

მეორე ტაიმის დასაწყისში "საბურთალოს" პირველი ნაღდი მომენტი ჰქონდა, როდესაც ლაკვეხელიანის გრძელი გადაცემის შემდეგ როლოვიჩის თავით დარტყმული ბურთი ლივაკოვიჩმა მოიგერია.

აქედან მოყოლებული, "დინამომ" უფრო სახიფათოდ შეუტია და გოლიც გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან აწეულ მაღალ ბურთზე ორსიჩმა მალის დაასწრო და მიგინეიშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

78-ე წუთზე დაცვაში პოზიციური შეცდომის შედეგად ორსიჩმა მარგველაშვილთან ბრძოლაში პენალტი მოიპოვა, რომელიც შეცვლაზე შესულმა პეტკოვიჩმა გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.

მოკლედ, ზაგრებული გუნდის მწვრთნელის, ბიელიცას მშვიდად და ზედმეტად გაუმწვავებლად თამაშის გეგმამ შედეგი გამოიღო და მოდით, ვიყოთ ობიექტურნი, კლასის ხარჯზე გაიმარჯვა. აკი თქვა კიდეც მან, მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ, გავარდნას არც კი განვიხილავთ და ორივე შეხვედრის მოგებას შევეცდებითო.

საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 30 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დინამო (ზ) 0:2
გოლები: 0:1 ორსიჩი (67), 0:2 პეტკოვიჩი (78, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, გონსალვესი, დიასამიძე (ცნობილაძე 82), ტერა (კაკუბავა 57), ალთუნაშვილი (გაბედავა 70), როლოვიჩი, კოხრეიძე

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, პინტო (შიტუმი 50), ლეშკოვიჩი, პერიჩი, ჰაიროვიჩი, გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 68), გოიაკი (სუინიჩი 86), ლეოვაცი, კაძიორი, ორსიჩი

მკითხველის კომენტარები / 31 /
ჩვენი შეტევები ფლანგებიდან ვითარდებოდა და ბევრი არაფერი გამოგვდიოდა,არადა ხშირად იყო მომენტები,როცა შეიძლებოდა ნახევარდაცვის ცენტრიდან მწვავე პასის შეგორება საჯარიმოში,მაგრამ არა,არ რისკავდნენ.მეტოქე კი რისკავდა და ჩვენი დაცვის ცენტრი,ხშირად ცდებოდა პოზიციურად.საბურთალოს ალბათ მაღალი კლასის ცენტრალური მცველი და ასეთივე გამთამაშებელი დააკლდა ზაგრების დინამომდე.ამ პირობებში კი ზაგრები თამაშობდა თავის თავში სრულად დარწმუნებული,საბურთალო ლო იბრძოდა მთელი ძალით,მაგრამ უიმედოდ.გუნდს გამარჯვების რწმენა არ ეტყობოდა,თუმცა დღევანდელი საბურთალო,მაინც მომეწონა,პირველ ტაიმში.ასაბურთალომ ალბათ გაძლიერებით უნდა იმუშაოს კედლების ზუსტად გათამაშებაზეც.ძალიან ბევრი შეტევა ჩაგვეფუშა სწორედ არაზუსტი კედლის გამო.
სოსო
23 ივლისი 2019 23:50
1
ენა რო არ გქონდეთ ყვავი წაგიღებდათ
kirile
23 ივლისი 2019 23:43
5
არადა როგორ გაუხარდა ერს იქ ზაგრებში ცარიელ სტადიონზე გვექნება შანსებიო ა ბატონო რეალობა
ნოდო
23 ივლისი 2019 23:33
17
ნოდო,გიყურებია ზაგრების სტადიონზე ვინმეს თამაშისათვის?მე ახლაც მიხარია,რომ იქური მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის.
რაც შეეხება საბურთალოს,ამ გუნდის ბირთვი, ბავშვობიდან ერთად მოდიან და გრაფიკის წინსწრებით აღწევენ შედეგებს.შესანიშნავად მუშაობს კლუბი და იმედი მაქვს,გუნდის ბირთვს,ქართველებს მაინც,შეინარჩუნებს.ორ-სამ წელიწადში,თუ ბიჭებმა არ იხარბეს და სხვაგან არ გაიწიეს,ზაგრების დინამო ასე დარწმუნებული ვეღარ იქნება თავის გამარჯვებაში.მანამდე კი ჯერ გამნმეორებითი მატჩია და საბურთალო იქაც იბრძოლებს.ხოლო თუ ევროპა ლიგაზე გადავიდა,იმედი მაქვს,ჯგუფურ ეტაპამდე მისაღწევად იბრძოლებს.შერიფთან და ზაგრებთან მიღებული გამოცდილება,იქ აუცილებლად გამოადგებათ.სწორედ ასეთ თამაშებში მაღლდება კლასი და იკვეთებიან ლიდერები.ამ წაგებით არავითარი კატასტროფა არ მომხდარა,გუნდი იზრდება და ეს დამარცხებებიც გაგვაძლიერებს
სოსო
24 ივლისი 2019 09:07
1
კლასით გვაჯობეს თვარა დანარჩენით ვჩაგრავდით! მთელი ხორვატიის მთავარობა და მოდრიჩი რეკავდა საელჩოში! ნუ გვჩაგრავთ ამდენ კომპონენტში ათამაშეთ ჩვენებიოო!!!
ანტონ პიზდეცოვი
24 ივლისი 2019 11:26
7
რაღა ზაგრების დინამო შეგხვდა ამ გათამაშებაში, ეგეც იღბალია რა. მაგრად არ გაგვიმართლა არადა ნაკლებად ძლიერი გუნდებიც ბევრი იყო მეორე ეტაპზე. იმედია ზაგრებში ასევე მონდომებით ითამაშებთ დასაკარგი არაფერია.
ლაშა
24 ივლისი 2019 09:10
1
მადლობა საბურთალოს კარგი თამაშისთვის,ბრძოლისთვის კლასით და გამოცდილებით მათზე მაღლა მდგომ გუნდთან.პირველ ტაიმში ზაგრების დინამოს არაფრით ჩამოუვარდებოდით.წარმატებები აუცილებლად მოვა,მომავალშიც თუ ასე კარგად ითამაშებენ საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთელები! მსაჯის მხრიდან იგრძნობოდა მასპინძელი გუნდის არ დაფასება და უპატივცემულობა,მიზეზი-რადგან ტურნირის დებიუტანტები ვართ...! პენალტი არ უნდა დაენიშნა,კოხრეიძე არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაეფრთხილებია! რიგ მომენტებშიც აშკარად ცდებოდა!
გიოშა
24 ივლისი 2019 08:57
1
ყოველ წელს ერთი და იგივე წვალება ! დაანებეთ ფეხბურთს თავი არაა ჩვენი თამაში ! ჭიდაობა და რეგბი განავითარეთ !
dariko
23 ივლისი 2019 23:52
27
მე რაგბი ფეხბურთზე მეტად მიყვარს, მაგრამ ეს კომენტარი ამ თამაშზე უადგილოა. ბიჭებმა კარგად ითამაშეს.
მსაჯები ყველა სპორტში გვერჩიან
24 ივლისი 2019 00:24
2
მადლობა საბურთალოს თავდადებისთVის.
მე რატომღაც მგონია ფიზიკურად იყვნენ ჩვენზე ძლიერები. სადღაც მე-60 წუთიდან იგრძნობოდა დაღლა. ამით ისარგებლეს. ალბათ კლასიც ეგ არი. მეორე კიდევ მეც მომწონს შემტევი სტილი, მაგრამ ხანდახან დაცვის გაძლიერაც საჭიროა. დიასამიძე და რულოვიჩი, ორივე გამოკვეთილ თავდამსხმელს თამაშობდნენ. იქნებ ჯობდა (ვერ დავიჯინებ) თავიდან ერთით გვეთამაშა და სამაგიეროდ ნახევარდაცვის გაზლიერების ხარჯზე ენერგია მთელი თამაში გაგვენაწილებია. ამ დროს მე მგონი კობახიძეც ბევრად უკეთესად ითამაშებდა, რომელიც ისე დაიღალა რომ ლაკვეხელიანსაც ვეღარ ეხმარებოდა, რომელიც ძლივს იდგა ფეხზე. მოკლედ ფიზიკას ვაბრალებ ამ თამაშის წაგებას, თორე გამოუცდელობის მიუხედავად, ვერ გვაჯობებდნენ.
ჰაჰა
24 ივლისი 2019 13:05
0
ფიზიკაში დაგვერხა თორე ვჯობნიდით
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
24 ივლისი 2019 14:56
1
გულსატკინი წაგებაა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ბიჭებისათვის აუგის თქმა მიჭირს. ნამდვილად გამაკვირვეს ისე ჩაატარეს თითქმის მთელი თამაში, რომლის ორი მესამედი აშკარად უკეთ ითამაშეს ბევრად გამოცდილ გუნდთან. კლასიო ამბობთ, მაგრამ კლასითაც არანაკლები ფეხბურთელები გვყავს. აი გამოცდილება კი ნამდვილად აკლიათ. თუ ეს გუნდი შენარჩუნდა გამარჯვებებიც მოვა. მადლობა საბურთალოს მთელ გუნდს თავდადებისათვის, გული არ გაიტეხონ და ეს შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. არ შეიძლება არ აღვნიშნო ფლანგის მოთამაშეების საუცხოო თამაში. გაუჭირდება საბურთალოს ლაკვეხელიანისა და მალის შენარჩუნება, რომლებიც დროა ნაკრებში მოსინჯონ.
emigranti
24 ივლისი 2019 12:47
0
აქაური კომენტატორების აზრს არ ვეთანხმები. დინამოს არავითარი უპირატესობა კლასში არ ჰქონდა. თამაშითაც საბურთალომ აჯობა და ინდივიდუალური თამაშითაც ქართველმა ფეხბურთელებმა თავი გამიჩნეს. ის პენალტი ჩვენს კარში რაღა თქმა უნდა არავითარი პენალტი არ იყო! ერთი კია, პირველ ტაიმში, როცა ტოტალურ უპირატესობას ვფლობდით, საკმარისი მწვავე მომენტები ვერ შევქმენით მეტოქის კართან. და საერთოდ რაღაც გაუგებრობის გამო წავაგეთ.
aburjga
24 ივლისი 2019 10:27
3
პენალტზე კიდევ გეთანხმები, მაგრამ იმათ ჩვენზე მეტი მომენტი შექმნეს, მჭიდროდ გვეთამაშნენ და რეალიზაციაც მეტი ჰქონდათ.მაღალ ბურთებზეც გვაჯობეს, რაზეც პირველი გოლიც მეტყველებს და მეტი რაღა უნდა ექნათ? ჩვენს დაცვას ბლომად შეცდომაც ჰქონდა და მოგებისათვის მეტი საჭირო ნამდვილად აღარაფერია. ჩვენ გამოცდილება გვაკლდა, სულ მესამე თამაში იყო ევროსარბიელზე და გუნდიც ყველაზე უკეთესი. არაა ეს გასაკვირი, ეხლა ევროპა ლიგაზე გადავალთ და იქაც მოვსინჯავთ ძალებს. დრო სჭირდება ყველაფერს და მშვენიერი გუნდი იქნება
????
24 ივლისი 2019 11:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული