ეროვნული ლიგა 2-ის თბილისის "შევარდენი 1906" ამხანაგურ მატჩში "კარპატისთან" დამარცხდა - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"შევარდენმა" უკრაინულ შეკრებაზე რიგით მეორე ამხანაგური მატჩი ლვოვის "კარპატისთან" გამართა და 1:2 დამარცხდა.
უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან გამართული შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველი ტაიმის 0:2 წაგების შემდეგ, მეორე ნახევარში ბაბუნაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში შეამცირა და საბოლოო ანარიში დააფიქსირა. გოლის შემდგომ "იუნკერებს" რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდათ, თუმცა მასპინძელთა მეკარეს ვეღარ აჯობეს".
მორიგ სპარინგს "შევარდენი 1906" დონეცკის "ოლიმპიკთან" ჩაატარებს.