მშვენიერია - თბილისის "დინამომ" და "ჩიხურამ" საქართველო უეფას რეიტინგში დააწინაურეს

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

25 ივლისს თბილისის "დინამომ" და საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გამართეს.

ამით სამივე ქართულმა კლუბმე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი უკვე გამართა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ზაგრების "დინამოსთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.


ამ მატჩების შემდეგ საქართველო უეფას კოეფიციენტების რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 46-ე ადგილზე იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოს 1.625 ქულა აქვს, რითაც
უელსს გადავუსწარით.

მოვყვებით ქრონოლოგიურად, თუ რამდენი სარეიტინგო ქულა მოიპოვეს ქართულმა კლუბებმა ევროთასების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში.

რადგან საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ზაგრების "დინამოსთან" დამარცხდა, სარეიტინგო ქულა ვერ მიიღო.

თბილისის "დინამომ" "გაბალასთან" მოგებით 0.25 ქულა მოიპოვა, ხოლო საჩხერის "ჩიხურამ" "აბერდინთან" ფრით 0.125 ქულა მიიღო.

დღეის მდგომარეობით, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:
  • "დინამო" (თბ) - 0.75 (3 მოგება)
  • "ჩიხურა" - 0.625 ქულა (2 მოგება, 1 ფრე)
  • "საბურთალო" - 0.25 (1 მოგება, 2 მარცხი)
  • "ტორპედო" - 0 (1 მარცხი)
  • ჯამში: 1.625 ქულა

როგორც ხედავთ, ევროთასებზე შემორჩენილი გუნდებიდან ყველაზე ცოტა ქულა "საბურთალოს" აქვს მოპოვებული, თუმცა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ყველაფერი წინ აქვს და თუ ზაგრების "დინამოს" ბარიერი ვერ გადალახა, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კლუბებმა გასულ სეზონში 1.625 ქულა მოიპოვეს, ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე მიაღწიეს ამ ნიშნულს და დიდი ალბათობით, ამ მაჩვენებელს გააუმჯობესებენ კიდევაც.

მიმდინარე ცხრილში, ანუ ბოლო 5 წლის მონაცემებით (მიმდინარეს ჩათვლით), საქართველოს 5.125 ქულა აქვს და 45-ეზე მყოფი ისლანდია მხოლოდ 0.25 ქულით გვისწრებს. ჩვენგან განსხვავებით, ისლანდიას ევროთასებზე 4-დან მხოლოდ 2 გუნდი შემორჩა.

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს კლუბებს!

altწინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე

altრამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს "დინამომ" და "ტორპედომ" ევროპა ლიგაზე?

altრამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?

altრამდენი მილიონი ლარი გამოიმუშავა "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგაზე?

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
Lithuania 18,101 39
Azerbaijan 17,761 40
North Macedonia 17,071 41
Belarus 16,868 42
Georgia 16,523 43
Armenia 15,846 44
Latvia 15,821 45
Faroe Islands 15,490 46
Luxembourg 14,231 47
Kazakhstan 13,431 48
Moldova 13,130 49
Liechtenstein 10,950 50
Malta 10,870 51
Andorra 10,240 52
Kosovo 9,950 53
San Marino 8,190 54
Gibraltar
rew
26 ივლისი 2019 16:05
4
უელსი სადაა?)))
dato
27 ივლისი 2019 03:59
0
ვინ რამდენი ქულით გვისწრებს და ბისი გადასწრების შესაძლებლობა გვაქვს იქნებ დაწეროთ სტატია
Ka
26 ივლისი 2019 16:09
4
Azerbaijani ramdeni qulit gviswrebs tu icit vinmem mipasuxet.warmatebebi chvens klubebs
GochA
26 ივლისი 2019 14:41
2
აზერბაიჯანი ამ დროისთვის 26-ე ადგილზე და საერთო ჯამში 16.625 ქულა აქვს
ავტორი
26 ივლისი 2019 14:55
1
აზერებს 19 ქულა აქვთ ძალიან ბევრით გვისწრებენ ჩვენ 5.125
Misha misha
26 ივლისი 2019 15:18
1
36-ლიტვა 37-ლატვია 39-სომხეთი 40-მოლდოვა 46-საქართველო არა კაცო,სადაა ჩვენთან კორუპცია და ჩაწყობილი თამაშები.საცოდავო საქართველო საით მიდიხარ???
გიოშა
27 ივლისი 2019 09:02
2
დიდგორის ველზე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება არ იყო ჩაწყობილი!
დავით აღმაშენებელი
27 ივლისი 2019 17:02
0
მაპატიეთ ბატონო დავით,მე მხოლოდ ქართული ფეხბურთი ვიგულისხმე.
გიოშა
27 ივლისი 2019 17:11
1
მოუნდა ბიჭს აზერბაიჯანის გადასწრებაც.)))
gio
26 ივლისი 2019 15:58
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული