10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში

AutoSharing Option
25 ივლისს, თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში აზერბაიჯანულ "გაბალას" ესტუმრა და მეტოქე კომფორტული ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

გარდა სასურველი შედეგისა, თბილისურმა კლუბმა კარგი თამაშიც აჩვენა და გამარჯვება ნამდვილად დამსახურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Sportall.ge გთავაზობთ "დინამოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

ხოსე პერალესი - 7.5 - ესპანელ მეკარეს ნამდვილად ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. მისი კარის მიმართულებით მეტოქემ 6-ჯერ დაარტყა და "დინამოს" მეკარემ ყველა შემთხვევაში მშვენივრად, უშეცდომოდ იასპარეზა. ის, რომ თბილისურმა კლუბმა სტუმრად გოლგაუშვებლად ითამაშა, დიდწილად მისი დამსახურებაცაა.

ნოდარ იაშვილი -
7.0 - ნოდარ იაშვილი შეტევაში ძალიან აქტიური იყო. მის ცრუმოძრაობებსა და ზუსტ გადაცემას მოჰყვა "გაბალას" კარში პირველი გოლი. შეტევაში ის ნამდვილად ძალიან კარგი იყო, რასაც ვერ ვიტყვით დაცვით ფაზაზე. მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა, ხშირად პოზიციას არასწორად ირჩევდა, რის შემდეგაც წინ გადაკიდებული ბურთი მეტოქეს რჩებოდა.

ვიქტორ მონხილი - 6.5 - ვიქტორ მონხილმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, პოზიციურადაც შეცდა და საჰაერო ორთაბრძოლაც დათმო, თუმცა იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც სიტუაცია განმუხტა.

დავით კობოური - 6.5 - რამდენიმე შეცდომის მიუხედავად, კარგი მატჩი ჰქონდა დავით კობოურს. რამდენჯერმე კარგი პოზიცია შეარჩია და მეტოქის შეტევაც მარტივად განმუხტა.

გიორგი ქიმაძე - 7.0 - ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ქიმაძემ. აქტიური იყო მარცხენა ფლანგზე და მშვენივრად ამწვავებდა საკუთარი გუნდის შეტევებს. კარგი იყო დაცვით ფაზაშიც.

ნიკა ნინუა - 7.0 - კარგი მატჩი ჰქონდა "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველს. ის მოედნის ცენტრში ძალიან კარგად მოქმედებდა, ამწვავებდა სიტუაციას და დაცვით ფუნქციებსაც ძალიან კარგად ასრულებდა.

გიორგი პაპავა - 7.0 - "დინამოს" გამოცდილმა ნახევარმცველმა, ნინუას მსგავსად, კარგი შეხვედრა ჩაატარა. მოედნის ცენტრი რომ თბილისურ კლუბს ეჭირა, ამაში დიდი წვლილი სწორედ გიორგი პაპავას მიუძღვის.

გიორგი კუხიანიძე - 6.5 - ნორმალური შეხვედრა ჩაატარა გიორგი კუხიანიძემ, რამდენჯერმე სიტუაცია გაამწვავა და კარგი გრძელი გადაცემები გააკეთა.

ნოდარ ქავთარაძე - 6.5 - "დინამოს" ვინგერი შეტევაში აქტიური იყო, მეტოქეს რამდენჯერმე ჯარიმაც ააღებინა, თუმცა გამორჩეული მომენტი არ ჰქონია.

ლევან შენგელია - 7.5 - მიუხედავად იმისა, რომ "დინამოს" ერთ-ერთ მთავარ ლიდერს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, ის ხშირად მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს ატყუებდა და რამდენიმე ისეთი გადაცემა გააკეთა, რასაც კარში დარტყმა მოჰყვა.

გარდა ამისა, იყო მომენტები, როდესაც მან დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა და მეტოქის შეტევა განმუხტა.

ლევან კუტალია - 8.0 - "დინამოს" შემტევი თამამად შეგვიძლია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნიოთ. გარდა გატანილი გოლისა, მას რამდენიმე ფაქტობრივად ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა.

ყველაზე რეალური კი მისი თავური დარტყმა იყო, რომელიც "გაბალას" მეკარემ ახლო მანძილიდან, ფაქტობრივად, სასწაულებრივად მოიგერია.

მთლიანობაში კუტალიას ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

ბაქარ ქარდავა - შეფასების გარეშე

არფან დაფე - სენეგალელ მოთამაშეს მოედანზე დიდი დრო არ გაუტარებია, ამიტომ მისი
თამაშის შეფასება რთულია, თუმცა ისეთი ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომ ამის გამო შექება ნამდვილად ეკუთვნის.

კვამე კარიკარი - შეფასების გარეშე

ჩისკო - 8.0 - გამოჩნდა, რომ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა მოახერხა და რამდენიმე თვის თავზე მშვენიერი გუნდი ჩამოაყალიბა. ჯერ თბილისური კლუბი ეროვნული ლიგის ცხრილის შუიდან სათავეში ამოსწია, შემდეგ კი ევროტურნირებზე სამიდან სამ შეხვედრაში გაიმარჯვა.

რაც შეეხება "გაბალასთან" მატჩს, გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა. გარდა ამისა, ჩისკომ ცვლილებაც გამოიცნო და მოედანზე გამოსულმა დაფემ ანგარიში ორამდე გაზარდა.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

altთბილისის "დინამომ" "გაბალას" სძლია და "ფეიენოორდთან" შეხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

altმშვენიერია - თბილისის "დინამომ" და "ჩიხურამ" საქართველო უეფას რეიტინგში დააწინაურეს

alt"დინამოს" მწვრთნელი: თბილისში არანაკლებ რთული შეხვედრა გვექნება

altთბილისის "დინამოს" განცხადება: "გაბალაში მატჩმა ნორმალურ გარემოში ჩაიარა"

altდინამო-გაბალას მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯერ ერთი გაგვაგებინეთ ვინ არის დინამოს მწვრთნელი , ეს ჩისკო თუ ის მეორე!!1??? მეორე ის,რომ რაც მაგენმა გაურკვეველი ფეხბურთელები ჩამოიყვანენ ესპანეთიდან, ფაქტია, რომ პრაქტიკულად ვერცერთმა ვერ გაამართლა და ნახევარმა უკვე დატოვა დინამო!!! ისევ ტორპედოს დაშლამ გიშველათ!!! ხუთი ტორპედოელი იდგა იმ თამაშში მოედანზე!!! ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც. ფიფიამ ფეხბურთელების გაყიდვაზე უნდა იფექროს, ტორპედომ კი დინამოს სახელისათვის!!! ცნობისათვის, ჩემს ამ მოსაზრებას ხელი სრულიად არ შეუშლია იმისათვის, რომ მთელი გულით მექომაგა დინამოსათვის!!!
გიორგი
29 ივლისი 2019 14:17
0
იაშვილი არ იმსახურებს 7 ქულას, საერთოდ დაცვამოწოდების სიმაღლეზე არაა, ქიმაძის გარდა. ვფიქრობ კუტალიაც არაა გუნდში საუკეთესო
ვაკო
29 ივლისი 2019 09:50
0
ბევრი ესპანელი და უცხოელი მწვრთნელი გვინახავს დინამოში,რომელთაც წარმატებას ვერ მიაღწიეს,არც ამათი ტანდემის იმედი მქონდა,მაგრამ კარგად ჩანს მათი შრომა შედეგს იძლევა. ჯერ რა თქმა უნდა ევროპულ დონემდე ძალიან შორსაა,მაგრამ დაუნახაობაც არ შეიძლება.ერთი-ორი მაღალი კლასის ფეხბურთელიც მდგომარეობას წინ წასწევდა,მაგრამ თუ ადგილზე არ გაიზარდა,შორიდან არავინ წამოვა,რადგან ჩემპიონატია დაბალი დონის
vax-vax
28 ივლისი 2019 23:00
0
წაგების მიუხედავად საბურთალოს თამაში აზრიანი და დალაგებული იყო.კარგი
გადაცემები,დროული გახსნები-რომელიც ალამაზებს
ფეხბურთს.
99999999999999999999
28 ივლისი 2019 18:25
0
ამ თამაშში რაც ვნახე 6.0 ზე მეტი შეფასება არც ერთს არ უნდა მისცეთ..
Vakhtang Lobzhanidze
28 ივლისი 2019 15:33
4
ან თამაში არ უყურებია ამ სტატიის ავტორს, ან შენგელია შეეშალა ვინმე სხვაში.
ან მაშინ არ ვიცი რის მიხედვით გააკეთა შეფასება. კაცმა ერთი 20-ჯერ მაინც გააკეთა გადაცემა მეტოქეზე და ერთი 10-ჯერ ბურთი აართვეს. და კუტალიას მერე ყველაზე კაი შეფასება დაუწერა.
გოგა
28 ივლისი 2019 15:24
1
ბებიის მუთაქებს ნუ თელავთ, კარიკარი და დაფე ჩასვით შეფასებაში. ჩვენიანები არიან, რომ იცოდეთ.. ერთმა გადააწოდა, მეორემ გაუდო... ამაზე მეტი რაღა უნდა ქნა მოედანზე?
ალეკო
28 ივლისი 2019 15:18
0
ჩისკოს ხელი ეტყობა გუნდს მას სურდა გუნდისთვის მეორე ნომრად უბურთოთ თამაში ესწავლებინა რადგან ევროტურნირებზე ძლიერ გუნდთან ყოველთვის პირველ ნომრად ვერ ვითამაშებთ და ტოტენჰემის მაგალითი მოიყვანა სწორედ ამ სწავლის პროცესში ჰქონდა ჩავარდნა დინამოს ახლა კი როგორც ჩისკომ თქვა ეს ყველაფერი მოგვარდა ასევე ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები რაც უკვე ფელის ვისენტეს დამსახურებაა ერთადერთი პრობლემა რაც ახლა დინამოს აწუხებს ჩემი აზრით სუსტი დაცვაა მე ასე ვიზამდი: მარჯვება მცველზე რუხაიას გავუშვებდი გუნდიდან და თემურ ფარცვანიას დავიმატებდი რომელიც თავისუფალი აგენტია შუა მცველად მარცხენა ფეხით მოთამაშე გამოცდილ ფეხბურთელს მოვიყვანდი და შემტევი ნახევარმცველები ისე რა მოთამაშეები არიან ამიტომ ერთი ესპანელი ფეხბურთელი რომ მოიყვანოს ჩისკომ კარგი იქმება + შენგელიაც თუ შევინარჩუნეთ ჩემპიონებიხ გახდებიან და ლიგაზე ამ გუნდით 2 ეტაპს მინიმუმ დავძლევთ
ka
28 ივლისი 2019 15:05
0
რეალურად ჩისკოა, მაგრამ ლიცენზია არ აქვს და ვისენტეზეა გადორმებული :დ
დათო
28 ივლისი 2019 12:56
0
კი მარა რატო ვერ იღებს ლიცენზიას თეორიულო ცოდნა არ ააქ? ეს იმასაგონებს კაცმა მანქანის ტარება, რომ იცის და თეორიის გამოცდას, რომ ვერ აბარებს.დდდ
Mmm
28 ივლისი 2019 13:45
0
ბოლო-ბოლო ამიხსენით ჩისკოა დინამოს მთავარი მწვრთნელი თუ ფელის ვისენტე?
გგგ
28 ივლისი 2019 12:45
0
მთავარი მწვრთნელი ჩისკოა, მაგრამ რადგან ლიცენზია არ აქვს, ამიტომ ქაღალდზე ფელის ვისენტე წერია მწვრთნელად
giorgi
28 ივლისი 2019 12:57
0
ოფიციალურად ფელის ვისენტე, ისე კი ჩისკო. ჩისკოს ჯერ არ აქვს პრო ლიცენზია, რამდენიმე დღეში უნდა აიღოს.
დავით
28 ივლისი 2019 12:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული