პირველი ტაიმი ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
30 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი ზაგრების "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის 0:0 დასრულდა.

დისკვალიფიკაციის გამო "მაკსიმირზე" შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდა. ჩვენს გუნდს სხვადასხვა მიზეზის გამო ოთხი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველ მატჩთან შედარებით სასტარტოში ერთბაშად ექვსი ცვლილება განახორციელა. რაც შეეხება "დინამოს", ბიელიცამ შემადგენლობა არ შეცვალა.

პირველ ტაიმში გუნდები მაღალ ტემპში არ თამაშობდნენ. პირველი სახიფათო მომენტი "დინამოს" ჰქონდა, როდესაც ჰაიროვიჩმა ბურთი კარს ააცილა, საპასუხო შეტევისას კი გაბედავამ ვერ უწია მიზანს. 35-ე წუთზე როლოვიჩს
შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ბურთის მეტოქის კარის ბადეში გადაგზავნა.

მოკლედ, პირველი ტაიმი ხორვატიული გუნდისთვის სასურველი სცენარით განვითარდა და 0:0 დასრულდა.

ზაგრები. "მაკსიმირი"
დინამო (ზ) - საბურთალო

დინამო: ლივაკოვიჩი, ადემი, ლეშკოვიჩი, პეროვიჩი, პინტო, ჰაიროვიჩი, გოიაკი, ლეოვაცი, კაძიორი, ორსიჩი, გავრანოვიჩი

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, გორგიაშვილი, როლოვიჩი, გაბედავა

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
როდესმე ვინმე თუ მიხვდება ან მწვრთნელი, ან გუნდის მეპატრონეები, ამ ჩვენი გუნდების ფიზმომზადება რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებ არვიცი რა? თუ ოცი წლისებს არ შეუძლიათ სამოცი წუთის მერე თამაში მერე რაღას უნდა ელოდო? არ მესმისვრა ამასაც ნიჭი და სწავლა ხომ არ უნდა, უბრალოდ მეტი ვარჯიში უნდა, სირცხვილიაა... მერამდენედ უკვე?
Dato
00:02 31-07-2019
1
დვალიშვილმა შენს გვარს და იმასაც ვინც ეს დაბლოკოს !!!! და მაშინ რატომ არ ბლოკავთ სხვას რომ აყენებენ შეურაცყოფას ...?!
Auee
23:42 30-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული