"საბურთალო" გატყდა - ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებმა ქართველებთან მატჩი შეაფასეს

AutoSharing Option
ხორვატიულ გამოცემა 24sata.hr-სთან საუბარში ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელებმა განვლილ დაპირისპირებაზე ისაუბრეს და "საბურთალოს" შესახებაც გააკეთეს კომენტარები.

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა და ზაგრების "დინამოს" ვარსკვლავმა დანიელ ოლმომ ობიექტურად შეაფასა შეხვედრა:

"ძალიან რთულად დავიწყეთ მატჩი. პირველ ტაიმში შანსები თითქმის არ გვქონია. თუმცა მოგვიანებით "საბურთალო" გატყდა. მეორე ტაიმში ჩვენ მეტი მომენტი გვქონდა და დავამტკიცეთ, რომ მათზე ძლიერები ვიყავით. სამი გოლი გავიტანეთ და საერთო შედეგით კმაყოფილები ვართ."

"დინამოს" ბოსნიელმა ნახევარმცველმა ამერ გოიაკმა "საბურთალო" შეაქო:

"რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. მომდევნო მეტოქესთან სათამაშოდ
უნდა მოვემზადოთ. ქართველებთან ძალიან რთული შეხვედრები გამოვიდა. "საბურთალო" კარგი გუნდია და მათ ფეხბურთის თამაშის არ ეშინიათ."

ორივე შეხვედრაში გოლის გამტანმა მისლავ ორშიჩმაც "საბურთალოზე" კარგი სიტყვები თქვა:

"ამ შეხვედრებში ძალიან კარგად არ გვითამაშია. თუმცა ამის ფონზე 5 გოლი გავიტანეთ და ეს ცოტას არ ნიშნავს. "ფერენცვაროში"? ევროპაში ვისაც ვეთამაშეთ, ყველა კარგი გუნდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშით დავამარცხეთ, "საბურთალოც" ძალიან კარგი გუნდია "ასტანასა" და "ჰაპოელ ბეერ შევას" მსგავსად, რომლებსაც გასულ წელს ვეთამაშეთ.

როგორც თბილისურ, ისე ზაგრებში გამართულ შეხვედრაში გოლის ავტორმა ბრუნო პეტკოვიჩმა "საბურთალოს" მისამართით კარგი სიტყვები არ დაიშურა:

"სეზონის სტარტით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედია, ასე გაგრძელდება, როგორც ჩემს და ასევე გუნდის შემთხვევაში. დღეს ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია. "საბურთალოში" ძალიან ტექნიკურები არიან და პრობლემების შექმნა ყველა გუნდისათვის შეუძლიათ."

თბილისის "საბურთალო" ზაგრების "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე სკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 0:5 დამარცხდა. "საბურთალო" ამ მარცხის შემდეგ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება და ერევნის "არარატ-არმენიას" დაუპირისპირდება.  პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს, ერევანში გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგი თამაში იყი, ჭიაბერაშვილი მაგარი წმრთვნელი და კარგი პიროვნებაა ეტყობა. იმ ახალგაზრდების შემოსვლაც კარგი იყო მიეჩვევიან, აზრი არქონდა მაინც ვერ უგებდით დინამოს. ეხლა სომხეთიც დავადუმოთ, აზერებს ხო ჩავაგდებინეთ ენა:). წარმატებები ბიჭებო...
levan
17:50 31-07-2019
2
არარატთან ორივე შეხვედრაში მართებს მოგება საბურთალოს ხოლო ფლეი ოფში გამართლების ამბავია
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული