ვლადიმირ ვაისი: წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"წასვლა? მომავალში არ ვიცი რა მოხდება, თუმცა მე ახლა აქ ვარ და ხვალინდელ თამამშზე ვფიქრობ.

ქართული ენის სწავლა არაა ჩემთვის ადვილი, ვიცი სიტყვები, თუმცა პრესკონფერენციაზე ქართულ ენაზე ნამდვილად ვერ შევძლებ პასუხების გაცემას.

ხარაიშვილი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ სხვა ბიჭები არიან. ნაკრებში ისინი არიან, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს. მე არ ვიცი, შესაძლოა სხვა მწვრთნელი მოვიდეს და იმან მისცეს შანსი. ვიცი, რომ ხარაიშვილი კარგი ფეხბურთელია,
გოლიც გაიტანა, მე მას ვაფასებ.

ზარანდიასა და არაბიძესთნ იგივე პრობლემაა, რაც ხარაიშვილთან დაკავშირებით. შეუძლებელია ყველა ფეხბურთელი გყავდეს ნაკრებში. არაბიძემ და ზარანდიამ ახლახანს კლუბები შეიცვალეს, ვადევნებ მათ თამაშს თვალს.

ჩვენი მინუსია, რომ შანსებს ვერ ვიყენებთ. ეს მხოლოდ სამხრეთ კორეასთან შეხვედრას არ ეხება, მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. მარტო ვაკოს 3 გოლი უნდა გაეტანა, მას ვუთხარი, რომ უფრო აგრესიული უნდა იყოს საჯარიმოში, გამოიყენოს მისი შესაძლებლობები. ამ საკითხზე სამუშაო გვაქვს.

კიტეიშვილმა და აბურჯანიამ კარგად ითამაშეს. ოთარი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კვეკვესკირის ტრავმის შემდეგ აქ ფეხბურთელი გვჭირდება. ჩვენ დაუშვილი გვყავს, ასევე გვილიასაც შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. დაუშვილი ახლა კარგად გამოიყურება, ფიზიკურად მზად არის, მას შეუძლია ჯაბას სტილში თამაში და ვნახოთ ხვალ, როგორ იქნება. თუმცა, 2-3 ცვლილება შემადგენლობაში აუცილებლად იქნება.

სამწუხაროდ ტრავმა აქვს დვალს და ის ვერ მოახერხებს თამაშს", - თქვა ვაისმა.

საქართველოსა და დანიას შორის მატჩი 8 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. მატჩის ბილეთების ფასი 5,10,15 და 25 ლარია. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 30 /
ვაიიისსს,კარგი ოკულისტი გჭირდება(თ). ხარაიშვილიც და ზარანდიაც ნორმალურ კლუბებში არიან და კარგადაც გამოიყურებიან.მათ ტრანსფერებში ფული ვერ აიღე(თ)და ამიტომაც არ იძახებ(თ).ვისთანაც და ვის მენეჯერთანაც ხართ შეკრულები იმათ იძახებთ. ვისგანაც თანხას მოელი(თ).
ბონდო დოლაბერიძე ,,ფეოლა,,
07 სექტემბერი 2019 17:15
15
კარგი რა, ვლადიმერ, ამ ეტაპზე ჭანტურიშვილი და პაპუნაშვილი იყო გამოსაძახებელი და ხარაიშვილი და ზარანდია - არა? დროა გულშემატკივარმა სტადიონზე სკანდირება დაიწყოს ხარაიშვილისა და ზარანდიას გვარების, თორე სხანაირად არ ესმის ამ კაცს.
ლაშა
07 სექტემბერი 2019 17:17
10
აზრი?
eheeeiy
07 სექტემბერი 2019 17:53
2
არ ვიცი რა,ხარაიშვილთან დაკავშირებით რაღაც ხდება,მარა რა ვერ გავიგე.აბა კაცი ეხლა ვინც არიან იმაზე კარგ ფორმაშია,სასტავი აქვს,გოლები გააქვს,პასების არიგებს და მეტი,ეხლა 11მეტრიანების მოგერიება ნუ მოვსთხოვთ,არაა მაგი მაგის საქმე.თან უმეტესობა ამას გაიძახის,რატო არაა ნაკრებშიო.არ ვიცი რა.შეიძლება საქართველოდან შორს ვარ და რაღაც არ ვიცი.ეგება გამარკვიოთ თუ ღმერთი გწამთ
კახა ქ.
07 სექტემბერი 2019 20:27
2
ზარანდიას და ხარაიშვილის ადგილას ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი მყავსო,
ეხლა წააგებს თამაშს და მოთამაშეებს გადააბრალებს, ფეხბურთელები არ მყავსო :)
lasha
07 სექტემბერი 2019 20:40
2
სანამ გინებას არ აუტეხენ ტრიბუნებიდან, მანამ არაა წამსვლელი, მუქთად პურსა სჭამს, კაცი არაა პასუხის მომთხოვნი. ეგერ ბელორუსმაც მაგრა ითამაშა, ბოლომდე პრესინგი, კიდევ მოუმატებენ ეგენი ახალი მწვრთნელის ხელში, ასევე დღეს კოსოვომ ჩეხეთს მოუგო, არ ვიცი რა ანგარიში დამთავრდა, უგებდა და. მაგარი გუნდი ყავს, ჩვენსავით კიარ დადიან მინდორზე. და ამ რეგვენს ჰგონია ევროპაზე გავა? ეგეც ჰკიდია, რადგან ეგა ზამთარში დაახვევს და ჩვენ შეგვრჩება შეუთამაშებელი, გაცამტვერებულ-გაფარჩაკებული ნაკრები, რომლის ფეხზე დაყენებასაც მარტამდე იასნია ვერ მოვასწრებთ, ამ ფარჩაკმა კიდე, კანკავა, ოქრიაშვილი და დაუსვილი გამოსცადა კორეასთან, თითქოს არ იცოდეს რა ტავარიც არიან. მსვიდობით ევროპავ, ნეტა არ მენახა ბელორუსის და კოსოვოს თამაშები
ვასო
07 სექტემბერი 2019 20:14
6
გინდა ასტანაში წავიდეს და გინდა ტაილანდში ამის ხელში არაფერი არ გვეშველება.
გუნდს მოტივაციას ვერ აძლევს, შეცვლებს ვერ აკეთებს, რანაირი მწვრთნელია?!
გენო
07 სექტემბერი 2019 16:21
7
ვაისის ფუნქცია ვერ გავიგე. წინა შეხვედრაზე ფეხბურთელებს მაკარიძე აძლევდა მითითებებს. ვაისი ჩუმად იყო. რატომ???
Soso
07 სექტემბერი 2019 16:25
6
ხარაიშვილის და ზარანდიას არ გამოძახება ჩემთვის პირადად გაუგებარია,რადგან ორივე მეტ ნაკლებად საშუალო დონის კლუბებში თამაშობენ დაახლოებით იგივე რანგის და დონის კლუბებში ,როგორც სხვა ნაკრების ფეხბურთელები ორივე ფეხბურთელს აქვს ნათამაშები ყველა ასაკობრივ ნაკრებში და საკუთარ კლუბებში ზარანდია უკვე ძირითადის ფეხბურთელია,ხოლო ხარაიშვილი კლუბის ლიდერია ძალიან კარგ ფორმაშია, მართლა გასაკვირია რატომ არ გამოიძახეს ეს ორი ფეხბურთელი და გამოიძახეს ის ფეხბურთელები რომლებიც ნამდვილად არ არიან ფორმაში.
Giorgi
08 სექტემბერი 2019 01:05
1
მე ვაისზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, მარა არა მგონია ვინმემ ჩვენი ნაკრები უკეთ ათამაშოს, ხარაიშვილი და ზარია იქნება თუ არა ნაკრებში ამით არც არაფერი გაკეთდება და არც არაფერი დაშავდება.
Nnn
08 სექტემბერი 2019 10:27
8
ხარაიშვილის თემა ფეხბურთს ცილდება.გოლი გააქვს,პასს აკეთებს,კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს.მეტი რა ქნას,ფაბრიკა ქარხნები გახსნა და დაასაქმოს ხალხი თუ რა ხდება
picaso
08 სექტემბერი 2019 00:28
1
ვაისის დრო ამოიწურა ფაქტია...
Grigol1408
07 სექტემბერი 2019 23:38
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული