ლევან შენგელია: გახარებული ვარ გამარჯვებით, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თურქული "ქონიასპორის" გარემარბმა ლევან შენგელიამ "დენიზლისპორთან" გასვლაზე მოგებული (1:0) მატჩის დასრულების შემდეგ ადგილობრივ ტელევიზიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა, რომელსაც სპორტული სააგენტო Ajansspor-ი გვთავაზობს.

"ძალიან გახარებული ვარ დებიუტით და უფრო იმით, რომ პირველ ჩატარებულ თამაშში მოვახერხე გამარჯვება. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. რაც მთავარია, მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ და მოვიგეთ კიდეც შეხვედრა. იმედია, მოგებებს მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა 23 წლის შემტევმა.

"დენიზლისპორთან" შეხვედრაში ლევან შენგელია მოედანზე მატჩის 74-ე წუთზე შევიდა. "ქონიასპორისთვის" ეს მე-4 ტურში პირველი გამარჯვება იყო. აქამდე ქონიელებს 3
შეხვედრიდან 3-ვე ფრედ ჰქონდა დასრულებული. როგორც ჩანს, ლევანს ბედნიერი ფეხი აღმოაჩნდა და იმედია, მომავალში თავისი გოლებით დაეხმარება კლუბს გამარჯვებების მოპოვებაში.


მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ჩემპიონატია, წარმატებები ლევანს
irakli
15:32 16-09-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული