"დილას" კაპიტან ლუკა რაზმაძისთვის "რუსთავთან" ჩატარებული მატჩი ეროვნულ ლიგაში 445-ე გახლდათ.
რაზმაძემ ალექსანდრე კოშკაძის რეკორდი გაიმეორა.
35 წლის რაზმაძე ადრე "ვიტ ჯორჯიაში", რუსთავის "ოლიმპსა" და "სიონში" ასპარეზობდა. მან საქართველოს ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა.
რაზმაძემ მიმდინარე ჩემპიონატის 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.