მეკარე გიორგი მაკარიძემ "ბრაგასთან" შესანიშნავად ითამაშა, "სეტუბალს" 1:0 გამარჯვებაში დაეხმარა და პორტუგალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
სხვათა შორის, "სეტუბალიდან" სიმბოლურში მხოლოდ ჩვენებური მოხვდა.
მაკარიძემ პირველობის 5 მატჩში 4-ჯერ შეინახა კარი მშრალად და თავისი გუნდის წარმატებულ თამაშში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.