კახაბერ ცხადაძე შესაძლოა აზერბაიჯანში დაბრუნდეს

AutoSharing Option
როგორც აზერბაიჯანული გამოცემები წერენ, შესაძლოა, კახაბერ ცხადაძე აზერბაიჯანის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ქართველ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს პრემიერლიგის კლუბი "საბაჰი" აწარმოებს.

ქალაქ მასაზირის კლუბი 4 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა და ახალ მწვრთნელს ეძებს. ცხადაძეს კი აზერბაიჯანში კარგად იცნობენ, ის წლების განმავლობაში ბაქოს "ინტერს" წვრთნიდა. ქართველის გარდა, კლუბი რომან გრიგორჩუკთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

კახაბერ ცხადაძე ამჟამად ყაზახურ "ორდაბასში" მუშაობს, რომელიც მეოთხე ადგილზეა და ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად იბრძვის, ჩემპიონატის ლიდერ "ტობოლთან" კი ექვსი ქულა აქვს სხვაობა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი აზერბაიჯანში შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. თავდაპირველად ბაქოს "სტანდარტს"
წვრთნიდა, შემდეგ კი კარიერის ექვსი წელი ბაქოს "ინტერში" გაატარა. დაბრუნდება თუ არა ცხადაძე აზერბაიჯანში, ამ დღეებში გახდება ცნობილი.

altკახა ცხადაძე: ვიღაც ტაქსისტებთან კი არ წავაგეთ

altკახა ცხადაძე: შემდეგ ეტაპზე ვერგასვლა ჩვენთვის კატასტროფა იქნებოდა

altკახა ცხადაძე: მიყვარს ჩემი ქვეყანა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ძალიან შემცდარა

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული