ლევან მჭედლიძის თბილისის "დინამოში" გადასვლის დეტალები გახდა ცნობილი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა.

"დინამოს" ვებგვერდის ცნობით, მჭედლიძესთან ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა.

29 წლის მჭედლიძე "დინამოში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მჭედლიძის პრეზენტაცია დღეს, 20 სექტემბერს, "დინამო არენის" მედიადარბაზში 15:00 საათზე შედგება.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძე თბილისის "დინამოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ის 2019 წლის ივლისის შემდეგ უგუნდოდ იყო, ხოლო მისი ბოლო კლუბი იტალიური "ემპოლი" გახლდათ.

ქართველი ფორვარდი "ემპოლის" სისტემაში 2007 წლიდან გამოჩნდა, ხოლო მთავარ გუნდში 164 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მჭედლიძეს იჯარით "პალერმოშიც" უთამაშია და 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მაშინ ქართველმა ტურინის "იუვენტუსს" გაუტანა.

საქართველოს ნაკრებში მჭედლიძემ 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ძმაო სტატისტიკა, სუპერ.
დამფასებელი
10:56 20-09-2019
12
ძალიან კარგი!!! მისასალმებელია!!! ლევან ყენიამ საუკეთესო მაგალითი მისცა ყველას. უგუნდოდ ყოფნას და უცხოეთშ სკამზე ჯდომას საქართველოს ჩემპიონატში თამაში ჯობია!!!
tngh
14:32 20-09-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული