ტაშკენტის "ფახთაკორმა", რომლის მწვრთნელი შოთა არველაძეა, მუშაობაში კი ტყუპისცალი არჩილი და გოჩა ტყებუჩავა ეხმარებიან, უზბეკეთის სუპერლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ოქროს მედლები.
ძმები არველაძეების ფონდმა გაავრცელა ვიდეო, სადაც არველაძეებთან და ტყებუჩავასთან ერთად ქართულ სიმღერას საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი და საელჩოს თანამშრომელი ანდრო მელაძე ასრულებენ.
ძველ გულშემატკივრებს გეხსომებათ, ეს სიმღერა 1964 წელს ტაშკენტში მოსკოვის "ტორპედოს" დამარცხების და პირველად სსრკ-ს ჩემპიონატის მოგების შემდეგ, თბილისის "დინამოს""ოქროს ბიჭებს" მიეძღვნათ.