უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად შოთა არველაძე არ დანიშნეს

AutoSharing Option
უზბეკური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათი ქვეყნის ნაკრებს ტაშკენტის "ფახთაქორის" მწვრთნელი შოთა არველაძე ჩაუდგებოდა სათავეში, სიმართლე არ გამოდგა.

ექტორ რაულ კუპერს პალესტინასთან 0:2 წაგების გამო გაუწყვიტეს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე გაფორმებული კონტრაქტი, მის ნაცვლად კი 56 წლის ვადიმ აბრამოვი დანიშნეს, - იუწყება უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციის საიტი.

აბრამოვი უზბეკეთის ეროვნულ გუნდს 2010-12 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით, 2011 წელს აზიის თასზე მე-4 ადგილი დაიკავეს, რაც ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში უმაღლესი მიღწევაა.

შეგახსენებთ, შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ფახთაქორმა" უზბეკეთის
სუპერლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ოქროს მედლები.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული