უზბეკური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათი ქვეყნის ნაკრებს ტაშკენტის "ფახთაქორის" მწვრთნელი შოთა არველაძე ჩაუდგებოდა სათავეში, სიმართლე არ გამოდგა.
ექტორ რაულ კუპერს პალესტინასთან 0:2 წაგების გამო გაუწყვიტეს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე გაფორმებული კონტრაქტი, მის ნაცვლად კი 56 წლის ვადიმ აბრამოვი დანიშნეს, - იუწყება უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციის საიტი.
აბრამოვი უზბეკეთის ეროვნულ გუნდს 2010-12 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით, 2011 წელს აზიის თასზე მე-4 ადგილი დაიკავეს, რაც ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში უმაღლესი მიღწევაა.
შეგახსენებთ, შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ფახთაქორმა" უზბეკეთის სუპერლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა ოქროს მედლები.
გახდება შოთა არველაძე აზიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი?
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]