სფფ-ის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად სხვადასხვა სპორტული ინვენტარი გადასცეს და მათთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, პროგრამის - «ფეხბურთი სკოლებში“, პირველ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში 1000-მდე სპორტის მასწავლებელი გადამზადდა.
მასობრივი ფეხბურთის კვირეული 22 სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბრამდე სხვადასხვა ღონისძიებით გაგრძელდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - კახა ჭუმბურიძე:
"ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მასობრივი ფეხბურთის კვირეული მიმდინარეობს, რომლის შემადგენელი ნაწილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი "ფეხბურთი სკოლებშია". დღეს ვიმყოფებით ცაგერის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვებს სფფ-ის პროგრამით გადამზადებული მწვრთნელი ავარჯიშებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ საწვრთნელ პროცესში ბიჭებთან ერთად გოგონები არიან ჩართულნი.
ჩემი აზრით, ახალგაზრდების სპორტში და კონკრეტულად, ფეხბურთში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომავალშიც გააგრძელებს სხვდასხვა პროექტის განხორციელებას".
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით