ბელგიური "გენტი" საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის - გიორგი ჩაკვეტაძის გუნდთან ერთად ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ბოლოს 2019 წლის 21 აპრილს გავიდა, "ანდერლეხტის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, თუმცა ტრავმის გამიზეზების გამო შესაცვლელი გახდა და მალე ოპერაციაც გაიკეთა.
სხვადასხვა ბელგიურმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს 1 თვეში, ევროპა ლიგაზე "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდება.