ეროვნული ლიგა. XXIX ტური: "საბურთალომ" "ლოკომოტივს" 4 გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 სექტემბერს თბილისის "საბურთალოს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩში თანაქალაქელ "ლოკომოტივს" 4:0 მოუგო.

შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, ხოლო 3 წუთში იური ტაბატაძემ გაიტანა.

მატჩის 47-ე წუთზე კოხრეიძემ უკვე დუბლი მიითვალა, 63-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ანტე გიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ "საბურთალოს" 54 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ლოკომოტივს", 37 ქულით მეხუთეა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ საბურთალოს არარატმა გაიმარჯვა, ამასთანავე საქართველოს თასის ნახევარფინალში არიან სომხები გასულები, ვერ ვხვდები სხვა ქვეეყნის გუნდს რატომ ათამაშებენ საქართველოს ჩემპიონატში და თასზე?! არადა მახსოვს როგორ ვგულშემატკივრობდი ამ გუნდს მგონი მისი დაარსებიდან და მათი ჩემპიონობა ძალიან გამიხარდა შარშან, აღმოჩნდა რომ თურმე სხვა ქვეყნის გუნდ ვგულშემატკივრობდი ქართული გუნდების წინააღმდეგ. საბურთალოს არარატს გავარდნას ვუსურვებ...
დათო
18:23 28-09-2019
2

სიახლეები პოპულარული