28 სექტემბერს თბილისის "საბურთალოს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩში თანაქალაქელ "ლოკომოტივს" 4:0 მოუგო.
შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, ხოლო 3 წუთში იური ტაბატაძემ გაიტანა.
მატჩის 47-ე წუთზე კოხრეიძემ უკვე დუბლი მიითვალა, 63-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ანტე გიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ "საბურთალოს" 54 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ლოკომოტივს", 37 ქულით მეხუთეა.