ქართველების "სან ხოსეს" გადამწყვეტი მატჩი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსემ" დღეს, 30 სექტემბრის დილით, საკუთარ მოედანზე "სიეტლთან" დამატებით დროში 0:1 წააგო და პლეი-ოფში გასასვლელად MLS-ის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი უშუალო კონკურენტ "პორტლენდს" უნდა მოუგოს.

"სიეტლთან" გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ორივე გუნდის 1-1 ფეხბურთელი გააძევა.

კაშიაც და ყაზაიშვილიც "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. კალიფორნიელთა ფეხბურთელ ტომპსონის გაძევების შემდეგ მწვრთნელმა ვაკო 61-ე წუთზე შეცვალა, კაშიამ ბოლომდე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანის შანსი ორივე ქართველს ჰქონდა. ვაკოს მეკარემ და მცველმა
ერთად აუღეს, ხოლო კაშიას შორეული გასროლა ძელს მოხვდა.

"სან ხოსესთვის" "სიეტლთან" მარცხი ზედიზედ მე-5 იყო და საერთოდ, უკანასკნელ 10 შეხვედრაში კალიფორნიელებმა 8 მატჩი წააგეს. არადა, გასული სეზონისგან განსხვავებით, გუნდი ლაღ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და მომენტებსაც უხვად ქმნის.

"სან ხოსეს" გადამწყვეტი მატჩი გასვლაზე ელის, ზემოთაღნიშნულ "პორტლენდთან". ქართველების კლუბს მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, სხვა ყველა შემთხვევაში კლუბი პლეი-ოფს მიღმა დარჩება. შეხვედრა 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული