დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს ქალთა ნაკრები დანიას უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის მესამე ოფიციალურ შეხვედრას თბილისში გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი დანიასთან დაგეგმილი მატჩისთვის ერთი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. მატჩამდე ბოლო ვარჯიში ქალთა ნაკრებმა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართა. საწვრთნელ პროცესს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საქართველოსა და დანიის ქალთა ნაკრებების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების განაცხადი დანიის ნაკრების წინააღმდეგ:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი, ბელედიესპორი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი

მცველები: ნინო სუთიძე, ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი),
ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), ნათია სხირტლაძე (გორია იუნაიტედი), ნინო გურიელიძე (ნორჩი დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები:
ნინო პასიკაშვილი, ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ნიკე, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი)

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე, ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნინო პასიკაშვილი ლანჩხუთში როდის გადავიდა? გოგონებს წარმატებას ვუსურვებ დანიასთან შეხვედრაში
ფიტნეს ინსტრუქტორი.
10:25 08-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული