წყალბურთი. ჩემპიონატი: ლიდერებმა კვლავ გაიმარჯვეს

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში 12 ივნისს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის მე-5 წრის მე-2 ტურის პაექრობები გაიმართა.

ლიდერთა ჯგუფის წევრებმა გათამაშების ცხრილში მორიგი გამარჯვებები ჩაიწერეს.

დინამო-სპორტმენეჯმენტი 24:10
8:3, 8:3, 4:1, 4:3
დინამო: გვეტაძე, შავშიშვილი (2), ვაპენსკი (6), თეთრაძე, დვალი, ადეიშვილი (9), ხვედელიანი (2), ბაღათურია (2), რურუა (3), მემანიშვილი, თევდორაშვილი, ქართველიშვილი, პავლენიშვილი.
სპორტმენეჯმენტი: ქავთარაძე, ბაჩიაშვილი, შუბითიძე, ბერიშვილი (2), გაგოშიძე (2), მაისურაძე, სამყურაშვილი (1), ჭეიშვილი, სუხიაშვილი, ხვინგია (3), ბარბაქაძე (1), მითაგვარია (1), მიქაძე.

თბილისის "დინამოს" წლეულს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაბმა სურს. ამიტომ ეროვნული
ჩემპიონატის ნებისმიერ მატჩს, მათ შორის - აუტსაიდერებთანაც, მთელი სერიოზულობით ეკიდება, რადგან მომავალი პაექრობებისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.

ეს გუშინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა. მით უმეტეს, რომ დინამოელებს ახალ ძალად მოევლინა ტრავმამოშუშებული ვაპენსკი, რომელმაც "სპორტმენეჯმენტთან" პაექრობისას ექვსჯერ გამოიჩინა თავი.

ანგარიში კი პირველი რვაწუთიანი მონაკვეთის მე-2 წუთზე ხვიგიამ გახსნა. შავშიშვილმა მალევე წონაწორობა აღადგინა. მერე ადეიშვილმა წინ გაიყვანა "დინამო". ამ წყალბურთელმა გუშინ მეტოქეს ცხრა ბურთი შეუგდო, მათ შორის ოთხი გოლი პირველ პერიოდში მიითვალა. წლევანდელი გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერებმა გათამაშების ცხრილში დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერეს, დღეს კი ტურის ცენტრალური მატჩი ელით - მეორე ადგილზე მყოფ "თბილისს" დაუპირისპირდებიან.

ლოკომოტივი-თბილისი 8:14
2:2, 1:4, 2:3, 3:5
ლოკომოტივი: გარსევანიშვილი, ალავიძე, ქარჩილაძე, ფურცელაძე (2), ბაბუნაშვილი (1), ყავლაშვილი (1), რუსიშვილი (1), ივანიშვილი (1), ურუშაძე, ბუღაძე, წულუკიანი (1), ჩიკვაიძე (1).
თბილისი: კაპანაძე, ჩიქვინიძე (2), დიასამიძე (1), იმნაიშვილი (2), სამყურაშვილი (1), ხოხაშვილი, ჯახაია (2), კუჭუაშვილი (1), მესხი (1), მაგრაქველიძე (1), შუშიაშვილი (2), დადვანი (1), ბარაბაძე.

ლოკომოტიველთა პირველი იერიში ფურცელაძემ გოლით დააგვირგვინა, რასაც თბილისელებმა ორი ბურთით უპასუხეს. პერიოდის დასასრულამდე 1.5 წუთით ადრე ყავლაშვილმა წონასწორობა აღადგინა. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიდან "თბილისის" უპირატესობა აშკარა გახდა და წლევანდელი გათამაშების მესამე ადგილზე მყოფ "ლოკომოტივთან" საბოლოოდ ექვსბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა - 14:8.

მე-5 წრის 2 ტურის შემდეგ: "დინამო" - 45, "თბილისი" - 43, "ლოკომოტივი" - 31, "არენა" - 12, "სპორტმენეჯმენტი" - 0 ქულა.

დღეს მე-3 ტურში ითამაშებენ: "ლოკომოტივი"-"არენა", "დინამო"-"თბილისი".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული