წყალბურთი. "თბილისი" საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
თბილისის "თბილისი" 2018/19 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ოქროს მედლების მაძიებელი "დინამოსა" და "თბილისის" პირველი ფინალური შეხვედრა დინამოელებმა პენალტების სერიით მოიგეს 14:12, რადგან ძირითადი დრო დასრულდა ფრედ - 10:10. მეორე მატჩში წარმატებას "თბილისმა" მიაღწია - 12:10. მესამე შეხვედრაში კი გამარჯვება "თბილისს" დარჩა, რომელმაც ანგარიშით 15:14 მოიგო.

დინამო-თბილისი 14:15
2:2, 2:2, 1:1, 2:2, 7:8

დინამო: რაზმაძე, შავშიშვილი, ვაპენსკი (3), თეთრაძე (1), დვალი, ადეიშვილი (2), ხვედელიანი, ბაღათურია (1), რურუა, მემანიშვილი, ერისთავი, თევდორაშვილი, გვეტაძე.
თბილისი: კაპანაძე, ჩიქვინიძე, დიასამიძე, იმნაიშვილი (1), სამყურაშვილი (1), ხოხაშვილი,
ჯახაია (1), კუჭუაშვილი, მესხი, მაგრაქველიძე (2), შუშიაშვილი (2), დადვანი, ბარაბაძე.

მატჩის პირველივე წუთზე ანგარიში თბილისელებმა გახსნეს, მაგრამ მალევე დინამოელმა თეთრაძემ წონასწორობა აღადგინა, ვაპენსკიმ კი "დინამო" წინ გაიყვანა. პერიოდის ბოლომდე ჯახაიამ ანგარიში გაათანაბრა. ასე დაძაბულ პაექრობაში გაილია მომდევნო სამი რვაწუთიანი მონაკვეთი და, რადგანაც ძირითადი დრო ფრედ - 7:7 დასრულდა, დაინიშნა პენალტები, რომლებიც თბილისელებმა უკეთ გამოიყენეს, გაიმარჯვეს 8:7 და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული