ძიუდო. ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს დისკვალიფიკაციის გამო დაემშვიდობა

AutoSharing Option
ბექა ღვინიაშვილი დღეს უკვე მე-2 ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატს დისკვალიფიკაციის გამო გამოეთიშა.

21 წლის სპორტსმენი, ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატის 1/16-ფინალში იმის გამო დამარცხდა, რომ მეტოქის მიერ ილეთის შესრულების დროს თავი წესების დარღვევით დაიცვა. მსაჯებმა ღვინიაშვილის ქმედება ე.წ. ხიდად შეაფასეს, ეს კი ძიუდოში დაუშვებელია.

- ძიუდო. ნინო ოძელაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს იშვიათი მიზეზით დაემშვიდობა

- ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარგიანი ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო
მკითხველის კომენტარები / 28 /
ჩვენსას ხიდსაც ხედავენ და ბორანსაც კაი რა
ბაჩო
01 სექტემბერი 2017 16:30
0
ძიუდოს სათავეში რუსი და იაპონელი ბოსები არიან და შენ ვინ გაგახარებს?
ken
01 სექტემბერი 2017 16:29
1
ძიუდოს მამების მე დედა --------!!! არასწორი თავდაცვა კიარა ხარმურძალიევს გაუკვალეს გზა!!!!
lelo
01 სექტემბერი 2017 16:23
1
არანაირი წესების დარღვევა და არც არანაირი ხიდი არ ყოფილა,ეს ე.წ. მსაჯები რეებს აკეთებენ,ჯერ იყო და მარგველაშვილს სუფთა ვაზარი არ ჩაუთვალეს იაპონელთან,ასეთივე გდება გაკეთდა მარგიანისა და სერბის შეხვედრაში და სერბს ჩაუთვალეს,ვიდეოს რომ უყუროთ მარგველაშვილის უფრო იყო ვაზარი ვიდრე სერბის და სერბს მაინც ჩაუთვალეს გდება
z
01 სექტემბერი 2017 17:12
0
მსაჯობაზე აპელირება და ცუდი მსაჯობით წარუმატებლობის ახსნა, არ ვარგა და მიუღებელია, მაგრამ მხოლოდ ძიუდოში: შავდათუაშვილი, ღვინიაშვილი, ოძელაშვილი... ასე "უპრაგონოდ გამოაბუნძულონ" - არ უნდა დარჩეს სერიოზული რეაგირების გარეშე! ასეთ რამეს იაპონიას, რუსეთს, აზერბაიჯანს, კორეას და ა.შ. ვერ გაუბედავენ და აზრადაც არ მოუვათ. აზერბაიჯანთან დაკავშირებით, სპონსორს - "სოკარს" დაკარგავენ, სხვა ქვეყნებზე გასაგებია პოლიტიკურად წამგებიანია და ა.შ. ჩვენი ფედერაცია უნდა გააქტიურდეს და სპორტის სამინისტრო (მთავრობა) აუცილებლად ჩაერთოს. P.S.ღვინიაშვილისთვის "წითელის ანთება" - აშკარა დისკრიმინაციაა და სხვა ქვეყნის წარმომადგენლისთვის(ამ შემთხვევაში რუსეთის(!) და სავარაუდოდ, არა მხოლოდ) მეტოქის ჩამოცილებისთვის ქმედებაა... იმოქმედეთ!!!
ძიუდოს და ზოგადად ქართული სპორტის მესვეურთ!
01 სექტემბერი 2017 16:50
0
მოაშორეთ ნაკრებს ეს სამწვრთნელო შტაბი. სირცხვილია მსოფლიო ჩემპიონატზე მსგავსი შეცდომების დაშვება. ამას ელოდა ქართველი გულშემატკივარი? ღვინიაშვილს კიდევ შეიძლება გაუგო, მაგრამ წონის ფავორიტი ასე არ უნდა აგებდეს. აი ოძელაშვილს კი შესაძლოა არ სცოდნოდაძიუდოს ეს წესი, მწვრთნელებს კი დაეძინათ? მოკლედ ძალიან დამწყდა გული და ეს არ უნდა ეპატიოთ მწვრთნელებს.
grisha dedakimovi
01 სექტემბერი 2017 16:30
1
"ღვინიაშვილს ... შეიძლება გაუგო" - ანუ, იოტისოდენა თუნდაც მიზეზი არსებობდა მოხსნის?! "წონის ფავორიტი ასე არ უნდა აგებდეს" - და როგორ წააგო?! ე.ი. შენი "აზრით"/ჭკუით" , არ წააგებინეს და მან წააგო?! ჭიდაობას თავად უყურე, თუ მონაყოლით მსჯელობ? მწვრთნელებზე თუ ხარ დაბოღმილი, სხვანაირად გამოხატე და ხალხს მოერიდე ცოტა, მართლაც არ ათქმევინო ვინმეს შენი "გვარი"...
რისი თქმა გინდა?!
01 სექტემბერი 2017 16:57
0
ძალიან სუსტად გამოვიდნენ ყველანი.
ილეთების გაკეთებას ვერ ახერხებენ ფიზიკურადაც სუსტები ჩანან
ერთი იმედია ლიპო!
მწვრთნელები არიან დამნაშავენი
vaso
01 სექტემბერი 2017 17:03
1
მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა განიხილოს ძიუდოში მიკერძოებულ მსაჯობის საკითხი! საკითხი განსახილველათ საქარტველომ უნდა შეიტანს! სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ.
გურამი
01 სექტემბერი 2017 17:48
0
განზრახ გვჩაგრიან.
კობა
01 სექტემბერი 2017 17:30
1
გუნდურ შეჯიბრებაშიც მოგვეხაზა ახალი წესებით, რა უნდა ქნა გამკითხავი არავინაა
ბაჩო
01 სექტემბერი 2017 17:26
0
რამდენდაც ვიცი დისკვალიფიკაცია იმის გამო მისცეს რომ საკუთარი თავი საფრთხეში ჩააგდო. (წესების თანახმად სპორცმენის უსაფრთხოება უპირველესია).

არადა მსგავს ილეთზე სხვანაირად როგორ უნდა მოიქცე რომ თავი დაიცვა ზურგზე დაცემისაგან არ ვიცი :X :X

უამრავი მსგავსი შემთხვევა იქნებოდა სადაც ასე იცავენ თავს, ალბათ დღეს რაღაც განსაკუთრებული დღეა "სპორცმენების უსაფრთხოების დღე"

პ.ს. წინა შეხვედრაში მონღოლმა შვეიცარიელი კინაღამ დაახრჩო და მაგაზე შენიშვნა არ მისცეს... ეძინათ ეტყობა
კახა
01 სექტემბერი 2017 17:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული