რატომ მოხსნეს ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატიდან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბექა ღვინიაშვილი, რომლისგანაც ძიუდოს ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის მედლისთვის ბრძოლას ელიან, მსოფლიოს ჩემპიონატს მეორე ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა.

ქართველმა ძიუდოისტმა, სლოვენიელ მიჰაელ ზგანკთან დაპირისპირების დროს, დისკვალიფიკაცია მიიღო.

როდესაც სლოვენიელი სპორტსმენი გდებას ასრულებდა, ბექამ თავი იმით დაიცვა, რომ ზურგის ნაცვლად, ტატამზე თავით დაეცა. მსაჯს ბევრი არ უფიქრია - ქართველ ძიუდოისტს ბრალი "ხიდის" გაკეთებაში დასდო, რაც ახალი წესებით დისკვალიფიკაციით ისჯება.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ამდენი მაღალი დონის ძველი ძიუდოისტი გვყავს, ერთს როგორ არ აქვს ძიუდოს მმართველ ორგანოებში ისეთი ურთიერთობა რომ ასეთი რამეები არ დაუშვან, გააპროტესტეთ მაინც თქვე კაი ხალხო, წავიდა ყველა სახლში და ბექა მარტო იდგა ტატამზე, არ შეგეცოდათ მაინც? ხო გვყავს უმაღლესი კატეგორიის არბიტრი მანდ? ხმას რატო არ იღებს? თუ მსაჯებს სამშობლო არ აქვთ? კითხვა დაისვა საერთოდ?ქვეხიშვილი მე რო მიტარებს ტელევიზორიდან ლექციებს, დაჯდეს დაილაპარაკოს ვისთანაც საჭიროა, თორე ეგრე გვიზავენ ოლიმპიადაძეც და დავრჩებიტ გაღიმებულები როგორც შარშან..
parfiumer
22:46 04-09-2017
0
ფაქტია ხელები არ მიახმარა და სახით დაეცა.იქნებ კომპეტენტურმა,ობიექტურმა სპეციალისტმა აგვიხსნას ეს იტვლება ხიდად? თორემ სუბიექტური დიქტორები ოღონდ ჩვენი მოჭიდავეები გაამართლონ მზად არიან მთელი მსოფლიო ჩვენ წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულონ.ასე გაამართლეს შავდათუაშვილი ევროპაზე როდესაც ბოლო წამებში ორჯერ აშკარად გაიქცა და ახლა როცა 2 შიდოს შემდეგ განაგრძო პასიური ჭიდაობა.
Temi
10:38 04-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული