მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

AutoSharing Option
დღეს, 19 ოქტომბერს, ზაგრებში მსოფლიოს ახალგაზრულ ჩემპიონატში ბიჭებიდან 66-73, გოგონებიდან კი 52-57 კგ-მდე წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ.

66-ში ვანო ნინიაშვილის უმცროსი ძმა, ჭაბუკებში მსოფლიოს 2015 წლის ფინალისტი ბაგრატ ნინიაშვილი გამოვა.

დმანისელი ფალავანი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი მისი მეტოქე კოლუმბიელი ხორხე გონსალესი ან ამერიკელი კოულ ჩანდლერი იქნება.

73-ში ევროპის მესამე პრიზიორი, ხაშურელი საბა გრიგალაშვილი გამოდის, ვინც პირველ შეხვედრას შვეიცარიელ ნაიმ მატს ხვდება, მოგების შემთხვევაში კი უნგრელ გაბორ სარჰეგისა და პორტუგალიელ ჟოაო ალმეიდას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

იმედია, თბილისის წლევანდელი გრან პრის მეხუთეადგილოსანი
ამჯერადაც გაგვახარებს კარგი ჭიდაობით.

დღეს პირველი მონაწილე გვეყოლება გოგონებშიც - ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი (57). ის პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ამერიკელ კატერინ ლაიბს შეხვდება.

- ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული