მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი: ქართველების წარუმატებელი გამოსვლა

AutoSharing Option
11 ნოემბერს მაროკოში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი გაიმართა.

სამწუხაროდ ქართველი ძიუდოისტები წარუმატებლად გამოვიდნენ.

გურამ თუშიშივილის პირველი მეტოქე დაუმარცხებელი ტედი რინერი იყო. რინერმა თუშიშვილი ორი ვაზარით დაამარცხა.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ასევე ადამ ოქრუაშვილი, როემლმაც უკრაინელ ალექსანდრ გორდიენკოსთან იპონით წააგო.

წინა ორისგან განხსვავებით პირველი შეხვედრა მოიგო ლევან მატიაშვილმა, რომელმაც ანდრეი კოლესნიკი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან წააგო.

ვარლამ ლიპარტელიანი პირველივე დაპირისპირებაში იაპონელ კოკორო კაგეურასთან იპონით წააგო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ძიუდო მარტო ჭიდაობა არ არის. საინტერესოა რამდენად, როგორ ესმით ეს ჩვენ მოჭიდავეებს და მწვრთნელებს. ჩემი აზრით პრობლემა სათავეს იღებს იქ, სადაც ქართული ჭიდაობა განიხილება, როგორც მხოლოდ ჭიდაობა. დავტვირთოთ მეტი შინაარსით ჩვენი ქართული ჭიდაობა, პატივი ვცეთ უფრო მეტად, განვავითაროთ და აუცილებლად მივიღებთ შედეგებს ჭიდაობის სხვა სახეობებშიც.
isari
01:38 12-11-2017
0
შენ გენაცვალე, რა მაგარი ანალიზია. ეტყობა შაბათია და ისვენებენ ჟურნალისტები
oceola
20:25 11-11-2017
0

სიახლეები პოპულარული