ევროპის ჩემპიონატი. II დღე: შავდათუაშვილის და ტატალაშვილის ჯერი დადგა

AutoSharing Option
დღეს, 27 აპრილს თელ-ავივში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართება, რომელშიც ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

73 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი გერმანელ იგორ ვანდტკესა და მასპინძელ ორონ გინერის პაექრობაში გაირკვევა.

ნახევარფინალში მის სავარაუდო მეტოქეთა შორის არიან აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი ჰიდაიატ ჰეიდაროვი, ვისთანაც შავდათუაშვილს არ უჭირს ჭიდაობა, და იგივე კოსოვოელი აკილ გიაკოვა, ვისთანაც ამას წინათ სენსაციურად დამარცხდა.

81-ში ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი პირველივე წრეში სერბთა მსოფლიოს ფინალისტ სრდან მრვალჯევიჩს
ხვდება, ამათში მოგებულს კი ბულგარელი ივაილო ივანოვი ელოდება.

შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ დღეს, სამწუხაროდ, ქართველ ძიუდოისტებს მედალი არ მოუპოვებიათ.

▶ ევროპის ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი უმედლოდ დარჩა
მკითხველის კომენტარები / 3 /
თავმოყვარეობა სულ ფაფუ?
გოგა
15:26 27-04-2018
1
რასაც ამ ვითომ ძიუდოისტებს სინამდვილეში კი უთავმოყვარეო ტურისტებს ფულს ახარჯავთ მაგის მეხუთედი მიეცით ხოკეისტებს და გაგვახარებენ მაინც ხალხს დარბაზი არა აქვთ დაფინანსება ნული და შედეგი დადეს ამათ კი მილიონები და შედეგი იმისთანაა შემთხვევითი გამვლელი რომ წაიყვანო შეიძლება უკეთესად გამოვიდეს.შე დალოცვილო ამხელა დაფინანსება კომფორტი შეკრებები და პირველივე წრიდან აბუნძულებენ კაი რა ნამუსი არა გაქვთ ფედერაციიდან დაწყებული რიგითი ტურისტებით დამთავრებული?
lolo
13:07 27-04-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული