“ჩვენ შევხვდით სპორტსმენებს, მოვუსმინეთ მათ. აღმოჩნდა, რომ პრობლემები არსებობს. სიმწვავის დონე არის მაღალი. სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძირფესვიანად მოხდეს საკითხის შესწავლა. ამის შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ, დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.
ძიუდოს ფედერაციაში ყრილობა 10 მაისს არის დანიშნული, თუმცა ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას ყრილობის ჩატარებამდე დატოვებს.
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
▶ ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
▶ მიხეილ გიორგაძე: ძიუდოს ფედერაციაში სიტუაცია მწვავეა და საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს