ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ნაკრების წევრები ბექა ღვინიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და თორნიკე ნაგლიაშვილი სავარჯიშოდ სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ, სადაც 9 ივნისამდე დარჩებიან. ძიუდოისტებს თან ახლავს მწვრთნელი გურამ მოდებაძე, ექიმი გიორგი მგელაძე და მასაჟისტი რუსლან ღიბრაძე.

თამაზ კირაკოზაშვილმა და თორნიკე ნაგლიაშვილმა განცხადება გააკეთეს:

თორნიკე ნაგლიაშილი:
"მე, თორნიკე ნაგლიაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრი, მივდივარ კორეაში შეკრებაზე. თუმცა, ბოლომდე ვდგავარ ბიჭებისა და ნაკრების გვერდით. ვიზიარებ მათ პოზიციას. მე მესაუბრა კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი და მთხოვა რომ გამეგრძელებინა შეკრება, რადგან ვარ ახალგაზრდა სპორტსმენი და ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული დღე. ბოლომდე
ვდგავარ ბიჭებისა და ნაკრების გვერდით".

თამაზ კირაკოზაშვილი:
"მე თამაზ კირაკოზაშვილი ვდგავარ ჩემს პოზიციაზე და ვდგავარ გუნდის გვერდით, ვიზიარებ მათ ყველა მოსაზრებას. უბრალოდ კაპიტნის თხოვნა იყო და გუნდის თხოვნა იყო, რომ წავსულიყავი კორეის შეკრებაზე და გამევლო ეს შეკრება. თუმცა თუ გუნდს დასჭირდა დავბრუნდები შეკრებიდან და დავდგები ბიჭების გვერდით".


მკითხველის კომენტარები / 12 /
ლიპარტელიანმა ძალიან ცუდი თამაში დაიწყო და ძალიან ცუდად მოუბრუნდება პირადად მაგას და მთელ ძიუდოს ოჯახს
გიორგი
14:15 18-05-2018
0
კირაკოზაშვილი, ნაგლიაშვილი, ჩიბურდანიძე, კოჭლამაზაშვილი, მერჩულე, მებუკე და ა.შ. რა მაგარი ეგზოტიკური გვარებია არა!!! განსაკუთრებით კირაკოზა------შვილი მამწონს ჩემა მზემ.
თავადი ერისტავი
10:54 17-05-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული