შოკი! - ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (90) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე შეხვედრა წააგო.

ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს შეხვდა და იპონით დამარცხდა. გერმანელმა ღვინიაშვილი ილეთზე დაიჭირა და საპირისპიროდ დასცა.

სამწუხაროდ, ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს უმედლოდ ტოვებს, არადა, ამ წონაში გამოსასვლელად მან ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთგვარი დუელიც კი გამართა. ბრატისლავის ევროპის თასზე ბექა ღვინიაშვილმა ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა და მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 90-ში უშანგი მარგიანიც იჭიდავებს, რომლის მეტოქე ჩინელი ჰებილიჯი ბუ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
გამარჯობა. წააგო?? მე პაპინას ბრინჯაო უფრო გამიკვირდა ვიდრე ის რომ ასე აგებენ სუყველა. არანაირი შეკრება, არანაირი მომზადება, არანაირი დისციპლინა, არანაირი ტაქტიკური მომზადება, არანაირი გუნდური სულისკვეთება, არანაირი ფსიქოლოგიუერი მომზადება. არანაირი მომზადების პირობებშI ვინმეს უკვირს შედეგები?? უმძიმეს დღეში ვართ. ისევ ძიუდოისტებში ეძებენ ფედერაციის პრეზიდენტს. მენეჯერი, მაგარი მენეჯერი აირჩიეთ, საქმის კაცი აირჩიეთ და არა თუნდაც ძლიერი ყოფილი სპორტსმენი, რომელსაც ჯერ კითხვა აქვს სასწავლი. (წერა შეემდეგი ეტაპია). გუნდში იმის ნაცვლად საბრძოლო სულისკვეთება ყოფილიყო ბ.რი პალაჟენიააა. (გარედან და ჩერეზ "ინტერნეტი" ასე ჩანს). ვის უკვირს. ვის უკვირს. ხვალ ლიპო იგორავებს, ზეგ თუში. უზნაძემ კიდე აკბალიალაარდურუმსურუმებით მედალი გააკეთა. ვაი ჩვენს პატრონს. გამოაქვეყნეთ გთხოვთ
this is georgia
24 სექტემბერი 2018 12:19
2
როგორც ვატყობ, ქართული ძიუდოს საქმე ერთი ადგილისკენ მიდის...
სამწუხაროდ, აი რა მოჰყვა ძიუდოს ერთიანი ოჯახის დანგრევას...
სიმართლე
24 სექტემბერი 2018 11:27
0
რა დაგემართა ბექა, შენი იმედი გვქონდა, არ მოველოდით. ეტყობა ნაკრებშიც ვერ არის კარგად საქმე, ერთმანეთს არ ბალეშიკობენ, დარბაზში სუყველა ცალ-ცალკე ზიან.
x.x
24 სექტემბერი 2018 12:05
0
რა ხდება ძიუდოში!? იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოთ ამ ვაკხანალიას!
Irakli
24 სექტემბერი 2018 11:57
1
მთელი სამწვრთნელო შტაბი და აღმასკომი გასაყრელები არიან. ისევ ქევხიშვილის დაკრულზე რომ ცეკვავენ, იმიტომაც მიდის კარგად ჩვენი ძიუდოს საქმე.
თბილისი
24 სექტემბერი 2018 11:47
3
ბექა ყველას გვიყვარს მარა ამ ეტაპზე ჭრიკიშვილი არის ძლიერი საერთაშორისო ასპარეზზე, მას სხვა ტაქტიკა და ტექნიკა აქვს, მისი ყველას ეშინია, მასთან ყველას უჭირს და პასიურობენ. ბექს მაგივრად რომ წაეყვანათ აქეთ მოიგებდა იპონს.ბექაც რეხვიშვილივით გახდა ტურისტი დიდ შეჯიბრებებზე. საწყენია მარა რეალობაა.
ჯ ი ჯ ი
24 სექტემბერი 2018 11:09
13
უწია ჭრიკოს ცოდვამ!
სანდრო
24 სექტემბერი 2018 10:50
44
ჭრიკო ხომ ბდღვნიდა ? შეთანხმება როგორც იყო, ისე მოგვარდა ეგ პრობლემა.დარწმუნებული ვარ, მაგასაც იგივე მოუვიდოდა. აშკარად არაჯანსაღი სიტუაციაა გუნდში და საჭიროა ისეთი ხალხი, ვინც დროზე გამოასწორებს სიტუაციას.
: )))))))
24 სექტემბერი 2018 11:16
4
მიუხედავად ბექას პატივისცემისა, ავთო უნდა წასულიყო. რადგან მეტი გამოცდილება და ტექნიკურობა აქვს!მე ყოფილი ძიუდოისტი ვარ და ჩემი გადმოსახედით ასეა. ავთო დადებდა შედეგს!
კახა
24 სექტემბერი 2018 14:07
14
თვითონ ჭრიკიშვილმა როგორც გამოთქვა სურვილი, იმის მიხედვით გადაწყდა ღვინიაშვილის წასვლა. რას დადებდა, თვითონ ღვინიაშვილთან წააგო !ეგ იცით რის მერე ხდება ? ოლიმპიადამდე რომ უკვე ჩემპიონად გამოაცხადეს ჭრიკიშვილი, იმის. მთლიანად გუნდს, თითოეულ სპორტსმენს აქვს პრობლემა.
????
24 სექტემბერი 2018 15:19
3
ეხ ბექა ბექა. ყოველთვის ლამაზად ჭიდაობ მაგრამ დიდი ტურნირებზე ყიველთვის იმედებს გვიცრუებ.
გიორგი
24 სექტემბერი 2018 16:41
0
დარჩა ეს ბიჭი მუდამ პერსპეტიული.
samtredski
24 სექტემბერი 2018 11:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული