თუშიშვილი 1/2-ფინალში მოულოდნელად დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
31 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100) ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

თუშიშვილი ნახევარფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ყველასთვის მოულოდნელად იპონით დამარცხდა, არადა ქართველი სპორტსმენი ოქროს მოპოვების ფავორიტად ითვლებოდა.


თუშიშვილს ბრინჯაოსთვის მოუწევს ბრძოლა, სადაც ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდება.

აქამდე მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ჰოლანდიელი სპორტსმენი ჰენკ გროლი ეფექტურად დააგდო და იპონით დაამარცხა.


პირველ წრეში თუშიშვილი ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ინდოელი შუბამ კუმარი ადვილად შესანიშნავი
ილეთით დააიპონა.


მესამე წრეში კი ტაჯიკელი თემურ რახიმოვი ასევე იპონით დაამარცა. თუშიშვილმა ის ზურგზე დააგდო და წამოდგომის საშუალება არ მისცა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ნიკაპი დაწიე შვილო დაბლა,დიდ ადამიანებს თავმდაბლობა უხდებათ
cheroeli
20:42 02-09-2019
0
მხოლოდ შრომას მოაქვს შედეგი
zaza
22:34 31-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული