ყატარის მასტერსის ტურნირის 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში გასული ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდა და ისე იჭიდავა, რომ ძალიან კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი მტკივნეული ილეთით წმინდად დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ფინალამდე ტატომ უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, რუსეთის წარმომადგენელი ალან ხუბეცოვი და სამხრეთკორეელი ლი დაამარცხა.
სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ლუკა მაისურაძე (81 კგ) პირველივე წრეში დამარცხდნენ.
გუშინ ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა, ხვალ კი, ტურნირის დასკვნით დღეს ჩვენი ნაკრებიდან 90 კგ-მდე წონაში ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური, 100 კგ-მდე ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო +100 კგ-ში გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი იასპარეზებენ.
მაგარი ბიჭი გვყავს - ჩვენი ტატო-არსენა!!!