გამარჯვება იპონით - ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოფიაში დაწყებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) კი მედლის გარეშე დარჩა.

ლიპარტელიანმა პოლონელ არლეტა პოდოლაკს და ფრანგ პრიცილა გენოტოს სძლია, ნახევარფინალი ფრანგ სარა ლეონი კისიკუესთან დათმო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ჩეხი ვერა ზემანოვა იპონით დაამარცხა და კარიერაში უფროსი ასაკის ოფიციალურ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი) პირველი მედალი მოიპოვა.

ჩხვიმიანმა უკრაინელი დილშოტ ხალმატოვი და ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა დაამარცხა, ნახევარფინალი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლა ფრანგ სედრიკ რევოლთან
წააგო.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ).

30 აპრილს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) იასპარეზებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ მაგარი გოგო(მაპატიე) ხარ! გილო ავ წარმატებები და კიდევ ბევრჯერ გაგეხარებინოს სამშობლო და ოჯახი.
კახა
14:24 30-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული