ბაქოს გრანდ სლემის მე-3 საჭიდაო დღეს ფინალურ ბლოკში მხოლოდ -90 კილოგრამში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე გავიდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი მამადალ მეჰდიევი დამატებით დროში შედეგიანი გდებით დაამარცხა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი პირველ წრე გამოტოვა, შემდეგ გაიარა აზერბაიჯანელი ნიად შიხალიზადას, მონღოლი მუნხბაიარ ბატოგტოხისა და ყირგიზი ერლან შეროვის ბარიერი. ნახევარფინალში კი შვედ მარკუს ნიმანთან დამარცხდა.
რაც შეეხება სხვა ძიუდოისტებს, -100 კილოგრამში ილია სულამანიძემ უზბეკ ოთაბეკ ტურაბოევთან წააგო, +100-ში საბა ინანეიშვილი მე-3 წრეში ტაჯიკ თემურ რახიმოვთან დამარცხდა, გურამ
თუშიშვილი კი მე-2 რაუნდში აკრძალული ილეთის გამო მოხსნეს.
მე-2 რაუნდში სერბ მილიკა ზაბიჩთან დამარცხდა სოფიო სომხიშვილი...
ამრიგად, საქართველო ბაქოდან -- ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.