საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უნგრეთი 4:1 დაამარცხა: გამარჯვება ჩიხელიძემ, ბაბუციძემ, თუშიშვილმა და ლოლაძემ მოახერხეს.
მარცხი: სომხიშვილი

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთთან 2:4 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. გამარჯვება: თუშიშვილი, ჩიხელიძე

მარცხი: ბაბუციძე, ლოლაძე, ასკილაშვილი, სომხიშვილი

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა გერმანია 4:1 დაამარცხა.

გაიმარჯვება: თუშიშვილი, ჩიხელიძე, ლოლაძე, ბაბუციძე.

მარცხი: ასკილაშვილი

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიჭები ხომ თავისთავად,მაგრამ გოგოებმაც როგორ იბრძოლეს.რეალურად,ეს საკმაოდ გამოუცდელი გუნდი იყო,მხოლოდ თუშიშვილს ეთქმის გამოცდილი და მაინც მიაღწიეს მედლამდე.ლოლაძე,თავს აკლავდა მეტოქეებს.ასკილაშვილი,ზედა წონის მეტოქეებთან იბრძოდა მედგრად და მხოლოდ სოფო სომხიშვილი იყო ძალიან შორს,სასურველი ფორმისაგან.გასაგებია,რომ ტრავმებისგან ჯერაც ვერ გამოვიდა,არც თავი დაუზოგავს,რომელიმე ბრძოლაში,მაგრამ ფორმის აკრეფა ვერ მოასწრო და თავს ზემოთ ძალა არ იყო.იმედი ვიქონიოთ,რომ ოლიმპიადის საგზურს,მაინც მისწვდება და საიქაოდ ფორმაშიც შევა,თორემ გუნდურში,ამის გარეშე,ძალიან გაგვიჭირდება,მედლებისათვის ბრძოლა.
სოსო
20:24 24-05-2024
1
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს, არაა ხუმრობა მსოფლიოში მესამე იყო. კარგია ჩიხელიძის გამოჩენა.
ჟორა
19:16 24-05-2024
0

სიახლეები პოპულარული