"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი

AutoSharing Option
რუსი ძიუდოისტი ინალ ტასოევი პარიზის ოლიმპიადაზე ტედი რინერის (+100 კგ) გამარჯვებას გამოეხმაურა.

ტასოევის თქმით, მას სჯერა, რომ თუ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებდა, რინერს აუცილებლად დაამარცხებდა.

"მას აუცილებლად დავამარცხებდი, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ არ ვმონაწილეობ და სათქმელად მარტივია. ჩემს შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი. რუსებს რომ ძიუდოს ტურნირზე მონაწილეობა მიეღოთ, სრულიად განსხვავებული შედეგი დადგებოდა", - განაცხადა ტასოევმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტასოევი სიის მიღმა დატოვა.

ცნობისთვის, რინერი ოლიმპიადის გამარჯვებული მესამედ გახდა.

altდღეს - საქართველოს ნაკრები გუნდურში, სულამანიძე დისკვალიფიცირებული თუშიშვილის ნაცვლად და

ბრძოლა მედლისთვის

altტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

altთუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 36 /
რინერი თუშიშვილს არაკაცურად მოექცა.ფაქტია ეს!
მაო
11:01 03-08-2024
6
ძაან ძლიერია. ნამდვილად მოუგებდა.
მოუგებდა
11:46 03-08-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული