ზურაბ დათუნაშვილი: მექნება ორი არჩევანი - დავასრულო კარიერა ან წავიდე ქვეყნიდან

AutoSharing Option
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი Facebook-ზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, ის საკუთარ გულშემატკივრებს რჩევას სთხოვს, იმ შემთხვევაში თუ გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.

დათუნაშვილის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"გამარჯობა. პირველ რიგში მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ყველანაირად ვეცადე, რომ აბსოლუტურად ყველასთვის პირადად დამებრუნებინა პასუხი და მიუხედავად უამრავი წერილისა, მგონი, შევძელი. თუკი ვინმე შემთხვევით გამომრჩა, ბოდიში და მადლობა კიდევ ერთხელ რომ გულთან მიიტანეთ ჩემი პრობლემა და გამონახეთ დრო, რათა გაგემხნევებინეთ. ჩემი განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია იმ
ადამიანების ჩართულობამ, რომლებიც სპორტთან არც კი არიან დაკავშირებულნი, თუმცა აქტიურად ჩაერთნენ ჩემი პრობლემის განხილვაში და დააფიქსირეს სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია - მადლობა, მეგობრებო.

მე რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით - გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ამ ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. მინდა, ზემდგომ უწყებებს საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს კიდევ ერთხელ ვთხოვო დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა სხვა ტიპის დარღვევებზეც, თუმცა გეგა გეგეშიძე ამ დრომდე აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.

მესმის, რომ ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, აღიქმება ისე როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რომელიც მარტო აღმოჩნდა ხელმძღვანელი პირების უსამართლო მმართველობისა და ღიად გამოხატული ძალადობის პირისპირ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტო ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები, რომლებიც მე გავაჟღერე არაერთ სპორტსმენს ეხება. ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე. როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.

შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ - დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?

ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ანგარიშვალდებული." - წერს ზურაბ დათუნაშვილი Facebook-ზე.

altზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო

მკითხველის კომენტარები / 29 /
ცადიო რო ეუბნებიტ არ ჯობია გვერდსჰი ამოუდგეტ და დავამარცხოტ ურჰხული.მე სჰენს გვერდიტვარ.
bajo
03 თებერვალი 2019 19:00
2
Wadi ajobebs amqveyanas aryavs patroni
Bacho
03 თებერვალი 2019 19:00
3
არც წადი და არც დანებდე.მიდი ზურა ივარჯიშე და დაუმტკიცე ყველას,რომ ძალიან მაგარი ხარ!რასაც ღმერთი მოგივლენს შენთვის უკეთესია!ალბათ ესე უნდა მომხდარიყო.ორმაგი მოტივაცია,რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდე,არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ივარჯიშებ,ჩვენ ყოველთვის გვეცოდინება,რომ საქართველოს სახელიზე იქნება ეს ოქრო და თუ შენი წარმატებით სხვა ქვეყნის ჰიმნი აჟღეედება,ჩვენ დარწმუნებულები ვართ,რომ გულში საქართველოს ჰიმნს იმღერებ.მიდი ზური!!!
მიდი
03 თებერვალი 2019 18:50
1
წყარო მიუთითეთ. წყარო დაწერეთ. ელემეტარული წერის წესები დაიცავით. იქნებ რჩევა მინდა მივცე. ადრე ვეძებე და ვერ ვიპოვე. 'აქ თქვა და მორჩა' არ არის წყაროს მითითება.
ოდალა
03 თებერვალი 2019 18:50
3
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს რომ ჰქონდეს ნამუსი და რაიმე მორალური ღირებულება, გირაოს შემდეგ (რაც გამართლებას არანაირად არ ნიშნავს) მინიმუმ პოსტიდან უნდა გადამდგარიყო, მაგრამ მე ჩვენი სახელოვანი ბიჭების მიკვირს, მივიდნენ და მოძალადეს გულუხვად დაუდგნენ გვერდში, ხვალ მათი ჯერიც მოვა.ამისთანა ტიტულოვან სპორტსმენს რომ გასაქცევად გაუხდი საქმეს, იმიტომ რომ საკუთარ სკამს და ხელფასს ჩაებღაუჭო უკვე დიდი უნამუსობაა. ფედერაციის პრეზიდენტს ეს სპორტი არ უყვარს, თორემ მეგობრებს ერთმანეთს არ დააპირისპირებდა არაორაზროვანი თემის გამო. მთელმა ქვეყანამ იხილა მისი ნაძირლური საქციელი და ხვალ ისევ სავარძელში იჯდება. ზურა მე შენს ადგილას დიახ წავიდოდი, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში (გთხოვ ოღონდ სომხეთში, ირანში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში არ წახვიდე) სადაც 100ჯერ უკეთეს პირობებს შეგიქმნიან და ხელის გულზე გატარებენ. მოჭიდავეების ბოლოდროინდელ საქციელებზე ისეც არ ვგიჟდებოდი და ეს უკვე ბოლო წვეთი იყო მართლაც. დაუდგნენ უკანასკნელ ნაძირალას გვერდით და გაგიმეტეს ფაქტიურად
Tornike Beridze
03 თებერვალი 2019 18:42
1
ამ ქვეყანაში სამართალს ნუღარ ელი)) წადი და დაამტკიცე რომ მაგარი ხარ, ჩვენ იქაც შენი გულშემატკივრები დავრჩებით. და გვაპატიე რომ ვერ დაგეხმარეთ შენ სიმართლეში. შენ მართალი კაცი ხარ და ჩვენთან პირნათელი იქნები.
Geo_Dinamo
03 თებერვალი 2019 18:25
4
წადი ზურა არავინ გაგამტყუნებს
a.a.
03 თებერვალი 2019 18:21
5
სამწუხაროდ წასვლა მოგიწევს....
და თავს რო გამოიჩენ სხვაგან ჩანტლაძის არ იყოს ატყდება ამბავი აუ ჩვენი კაცია ნახეთ რა კაციაოო...
სამწუხაროა
lsd
03 თებერვალი 2019 18:14
5
არ დაასრულო კარიერა. წადი და დაუმტკიცე ყველას რომ მაღალი სინჯის სპორტსმენი ხარ.
David
03 თებერვალი 2019 17:37
4

სიახლეები პოპულარული