დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 4 აგვისტოს, სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა (87 კგ) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

30 წლის სპორტსმენი მერვედფინალში დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე კი დამამშვიდებელი წრის გავლა მოუწია. რაც შეეხება მესამე ადგილისთვის დაპირისპირებას, დათუნაშვილმა ხორვატი ივან ჰუკლეკი 6:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, დათუნაშვილი სამშობლოდან სკანდალურად წავიდა.


altზოიძე ტიტულოვან მეტოქესთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა


მკითხველის კომენტარები / 20 /
გააგდეს ნაკრებიდან ძმებმა,ერთი რო პრეზიდენტია და მეორე მთავარი მწვრთნელი და სკანდალების მიუხედავად ვერავინ ეხება.ალალად დაიმსახურა ამ ბიჭმა მედალი.ფედერაციაზე კი რა გინდა თქვა.კლქნის ხელშია.
Master
04 აგვისტო 2021 17:13
13
ღმერთმა ხელი მოუმართოს. იმის მერე რაც ამ ბიჭს გეგეშიძეებმა დამართეს შეუძლებელია თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს.
saba
04 აგვისტო 2021 17:49
11
ძალიან სამწუხაროა რო ყველამ იცის რო ფედერაცია რა მდგომარეობაშია და არავინ არ არის რო პასუხი მოითხოვოს - გაცილებით მეტის პოტენციალი გვაქვს. იგივე ეს ბიჭი ხო აიღებდა ვერცხლს (განთესვის წყალობით აცდებოდა ფინალამდე უკრაინელს)
saocreba
04 აგვისტო 2021 18:55
13
ნაძირალა გეგეშიძეებმა მოიშორეს პატიოსანი კაცი და სხვა ქვეყნის სახელით რა მაგარ შედეგებს დებს
დათო
04 აგვისტო 2021 22:53
16
ზუსტად თქვი ჩემი სათქმელი, ევროპული ოქრო, ოლიმპიური ბრინჯაო, თუმცა ოქროც შეიძლებოდა, ჯიბიდან ამოაცალეს გეგეშიძეებმა ქვეყანას, თან წინ კიდევ რამდენი მედალი იქნება არავინ იცის. ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგებინოს.
War
04 აგვისტო 2021 23:49
11
გილოცავ და გაიხარე............
gori
04 აგვისტო 2021 20:21
11
გაიხარე კარგო ადამიანო,წარმატებები ცხოვრებაში,გული არ გაიტეხო დაბრუნდები შენ საქართველოში მალე მოვა ეგ დროც!
მახო
04 აგვისტო 2021 20:14
13
გამიხარდა ამ ბიჭის წარმატება, აქ არ გაახარეს და გადაბარგდა სერბეთში!! მსაჯობა რამდენს ნიშნავდა კარგად ვნახეთ ამ ოლიმპიადაზე და ეტყობა ამ ბიჭის მოშორება უნდოდათ და წააგებინეს ბრძოლა და ამის მერე მოხდა ის რაც მოხდა! წინაზე ევროპა მოიგო ეხლა ბრინჯაო აიღო ოლიმპიადაზე და ყველას გასცა ამ ბიჭმა პასუხი!
zaza
04 აგვისტო 2021 22:24
14
ოქრო ბიჭი
geno
04 აგვისტო 2021 22:53
17
საქართველოს სახელით ოქროს შანცი იყო, ვერცხლს მინიმუმ აიღებდა,ქაჯაიამ მოულოდნელად იყოჩაღა თორემ უმედლოდ ვრჩებოდით.
გოგა
04 აგვისტო 2021 20:22
11
მაგარი ბიჭია.წარმატებები
Rrr
04 აგვისტო 2021 22:28
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული