მოჭიდავეების მომავალი ოჯახი?! - სვანი ჩემპიონი გოგონას ისტორია

AutoSharing Option
ლენტეხში მცხოვრები 8 წლის გოგონას ოცნება, გამხდარიყო ძიუდოისტი, მხოლოდ აკვიატება არ ყოფილა. ეთერ ლიპარტელიანმა ძალიან ახალგაზრდამ შეძლო პროფესიული მწვერვალების დაპყრობა. სწორედ ის აღმოჩნდა ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი, რომელიც 20 წლის ასაკში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სულ ცოტა ხნის წინ კი სპორტსმენმა თელ-ავივის გრან სლემზე ოლიმპიური ლიცენზია ბრინჯაოს მედლით მოიპოვა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიუახლოვდება მთავარ მიზანს, გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი.

აღსანიშნავია ისიც, რომ თელ-ავივის შეჯიბრებაზე ლიპარტელიანთან ერთად მისი რჩეული, თემურ ნოზაძეც ასპარეზობდა და ვერცხლის
მედლის მფლობელი გახდა. სწორედ აღნიშნული ფაქტის შემდეგ გაიჟღერა, რომ ცოლ-ქმარმა ჩვენი ქვეყანა ერთდროულად ასახელა, არადა, თავად წყვილს დაოჯახების შესახებ ოფიციალურად არსად არაფერი უთქვამს.

- შენ და თემური თელ-ავივის გრან სლემზე მოპოვებული მედლების შემდეგ ცოლ-ქმრად გამოგაცხადეს, როგორ აღმოჩნდით ამ გაუგებრობაში? მოგვიყევი, როგორ აეწყო თქვენი ურთიერთობა...
- დაოჯახებულნი ნამდვილად არ ვართ. მეც ვნახე რაღაც მსგავსი, თითქოს დანიშნულები ვართ. გამეცინა ამ ყველაფერზე, აბა, რა უნდა მექნა? სვანეთშიც უკვე ძალიან ბევრი ულოცავს ჩემებს ჩვენ დაოჯახებას და მეცინება. პატარები ვიყავით, როცა შეყვარებულები გავხდით. 2015 წელს ტარდებოდა ბავშვთა ოლიმპიადა და მოსამზადებელ შეკრებაზე ვიყავით ერთად, ასე გავიცანი. თავიდან 2 წელი ვმეგობრობდით. როგორც მითხრა, მნახა თუ არა, მოვწონებივარ, მაგრამ ვერ გამიმხილა. ძალიან ბიჭური გოგონა ვიყავი და იმ ასაკში არც მიფიქრია შეყვარებული მყოლოდა. რაღაც პერიოდის მერე შევიცვალე, ცოტა გავნაზდი (იცინის) და მეც მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მერიდებოდა, მალევე გავუმხილე მშობლებს ჩვენი ამბავი. მათ თან ეწყინათ და თან გაუკვირდათ, რომ შეყვარებული მყავდა, ჯერ ასაკის გამო და მერე იმის გამო, რომ სპორტში ხელს შემიშლიდა. შეჯიბრებას რომ წავაგებდი, მას აბრალებდნენ, არადა, ეს ასე არ იყო და ვარწმუნებდი მათ, რომ სულ მოტივაციით მავსებდა თემო. 6 წელია, ერთად მოვდივართ. ჩემებსაც შეეცვალათ აზრი. ერთ სფეროში ვართ და ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. თელ-ავივში ძალიან დაძაბული შეხვედრა მქონდა, რადგან ნახევარფინალში მოქმედ ევროპის ჩემპიონს ვხვდებოდი. თითქმის 9 წუთს ვიჭიდავე და სულ მკარნახოდა, რა უნდა გამეკეთებინა. ასე ვარ მეც მის შეჯიბრებებზე. ჩემს ჭიდაობაზე არ ვნერვიულობ, მაგრამ ის რომ ჭიდაობს, ძალიან ვღელავ.

- თუ დაჭიდებიხართ შენ და თემო ერთმანეთს, თუნდაც ხუმრობით?
- როგორ არა. ვარჯიშის დროს ერთად ვჭიდაობთ, ბევრ რამეს ვასწავლით ერთმანეთს. ისე ძლიერად მეჭიდავება, არ მზოგავს (იცინის).

სტატიის სრულად წაკითხვა შეგიძლია kvirispalitra.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარეთ, ბავშვებო... გაამრავლეთ თქვენნაირები...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული