ოსლოში მიმდინარე თავისუფალ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ფინალამდე პეტრიაშვილმა მონღოლი ლჰაგვაგერელ მუნხტური, ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი და ყაზახი ოლეგ ბოლტინი დაამარცხა.
ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ ბიჟოევთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
ხვალ ბრინჯაოსთვის ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) იჭიდავებენ.