"სამარცხვინოა, როდესაც სამინისტრო მსოფლიო ჩემპიონობას გილოცავს და მერე პოსტს შლის" - ელენე ქებაძე

AutoSharing Option

"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია.

შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.

არა უშავს, მე ვაგრძელებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,
რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!"

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყურადღება არ მიაქციო ალბათ მთავრობა გააკრიტიკე და ნაცად მოგნათლეს, ასე ვართ ბევრი ვინც ვაკრიტიკებთ. ეგ ქალი ძალიან ბოროტია და მას სამშობლო კი არა თავის მთავრობაში ყოფნა აინტერესებს. ახლა საქოცეთის ტროლები დაგესევეან, მაგრამ იცოდე ჩვენ გვეამაყები და გვახარებ სამშობლოს წარმატებით. სამშობლო სიტყვაც სასირცხვილო გაიხადეს და რუსულად ураპატრიოტებს გვეძახიან. გვეიმედები და წარმატებას გისურვებ. ❤️
G.LA
12:43 20-12-2022
19
გ ი კ ვ ი რ თ ? !!!

მე კი ის მიკვირს მხოლოდ, ამ გაბრწყინებულ ივერიაში ვინმეს როდესაც რამე უკვირს!
სოკრატა კანტიშვილი
12:59 20-12-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული