ტოჩინოშინმა ფიცი დადო! პირველი ქართველი ოძეკი სუმოს სამყაროში

AutoSharing Option
დღეს, 30 მაისს, ლევან გორგაძემ ოფიციალურად დადო ოძეკის ფიცი და ამიერიდან სუმოს სამყაროში იერარქიის მეორე საფეხურზე განაგრძობს ასპარეზობას.

ჩვენი დროით დილის ექვს საათზე, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

იაპონური ტრადიციის თანახმად, სუმოს ასოციაციის წევრები ლევანის კლუბს, კასუგანოს ესტუმრნენ და ქართველ ფალავანს, მისი კლუბის პრეზიდენტის თანხლებით, სუმოს ასოციაციის დადგენილება გააცნეს, რის მიხედვითაც, დღეიდან ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის მფლობელია.

ქართველმა ფალავანმა, როგორც წესები მოითხოვდა, ტიტულის მისაღებად ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად
დაიცავს აღნიშნულ წოდებას. ფიცში ლევანმა აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა გახდეს სანიმუშო მებრძოლი.

altტოჩინოშინის ოძეკად მონათვლის ცერემონია [VIDEO+PHOTO]


ოძეკი ქართულად იშიფრება, როგორც ჩემპიონი და იგი სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას (ანუ უძლეველი ჩემპიონის) შემდეგ.

ტოჩინოშინი მესამე ევროპელი სუმოისტია, ვინც ეს წოდება მიიღო.

altთივა რომ არ გვეყიდა, მთაში თიბავდა და მოჰქონდა - ინტერვიუ ტოჩინოშინის დედასთან

altტოჩინოშინმა იაპონელებს საქართველო გააცნო - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 28 /
ტოჩინოშინი მესამე ევროპელი ოძეკიაო; მახსოვს ერთი ბულგარელი ოძეკი, სხვა ვინ იყო? ვინც იცით დაწერეთ, არ დაიზაროთ
მერაბი გ.
30 მაისი 2018 11:16
1
ესტონელი ბარუტო.
მერაბის
30 მაისი 2018 11:54
0
ესტონელი ბარუტო იყო
n1k0l03
30 მაისი 2018 11:45
0
ყველა გამოხმაურება
გადასარევად ჟღერს – ქართველი ოძეკი
ენიო
30 მაისი 2018 17:35
0
ქართელი იოკუძუნა უფრო ლამაზად ჟღერს. ოძეკიც არ არის ცუდი, მაგრამ იო სულ სხვააა
გიორგი
30 მაისი 2018 21:45
0
წარმატებები ლევანს მომავალ ჩემპიონატებში და სულ მალე იოკოძუნას ტიტულიც მიგველოცოს!!!

ისე, ლევანი უკან, ოდნავ მარჯვნივ რომ დგას, მემგონი არ უნდა იყოს სანდო მაინცდამაინც, მარტო მაგას აქვს ცაციათი ჭიქა აწეული, საინტერესოა ვინ არის?
აჩი
30 მაისი 2018 14:27
0
მე არც დამიფიქსირებია ეგ, ეტყობა შენ ძალიან მახვილი თვალი გაქვს ;))
დათო
31 მაისი 2018 12:55
0
გმადლობთ ინფორმაციისათვის
მერაბი გ.
30 მაისი 2018 13:21
0
1-ლი ბულგარელი Kotoōshū Katsunori და მე-2 ესტონელი Baruto Kaito
გულშემატკივარი
30 მაისი 2018 11:46
0
იოკოძუნობა არა ტოლმა, მორჩით ცაში ფრენას.)))
gio
30 მაისი 2018 12:13
37
დიდებულია! მეცოცხე გიოს მწუხარებას ვიზიარებ, სხვებს გილოცავთ!
შეკითხვები მაქვს: 1. იაპონელის, მონგოლის და ჰავაელის/აკიბონო/ გარდა სხვა თუ ყოფილა იოკუძუნა? 2. იმ ორ ევროპელ ოძეკს ბაშო /იმპერატორის თასი/ თუ აქვთ მოგებული?
barka
30 მაისი 2018 14:46
1
1. ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნიდან იოკოძუნა არ ყოფილა.
N
30 მაისი 2018 16:24
0
2. ორივეს აქვს მოგებული ბაშო თითოჯერ.
N
30 მაისი 2018 16:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული