ნაცუ ბაშო. VI დღე: ურთულეს ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა იჩინოჯო დოჰიოდან გადაიყვანა - ექვსიდან ექვსი გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
17 მაისს წლის მესამე სუპერტურნირის, ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინი წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

ლევან გორგაძის მეტოქე მისი რანგის რიკიში, სეკივაკე იჩინოჯო იყო, რომელიც ქართველმა ფალავანმა დაამარცხა და ბალანსი 6:0-ზე გაუხდა.

ტოჩინოშინი დაუმარცხებლად ასპარეზობს და გათამაშების სათავეშია. მას იოკოძუნა კაკურიუ მოჰყვება, რომელიც საკუთარ ორთაბრძოლას დღის ბოლოს გამართავს.


ქართველ ფალავანს სულ რაღაც ოთხი მოგება დარჩა ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე, თუმცა, თუ ასე ასპარეზობა გააგრძელა, ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც შეძლებს.

ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება, რომელთანაც ჩვენებურს
ძალიან ცუდი ბალანსი აქვს - 24 მარცხი და მხოლოდ 9 გამარჯვება.

ჯურიო დივიზიონში კი საკუთარი ბრძოლა მოიგო გაგამარუმ, რომელმაც იუტაკაიამა ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა და ბალანსი 4:2-ზე გაუხდა.


ხვალ, 18 მაისს მისი მეტოქე მიტორიუ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გენაცვალეთ რა! ძალიან რთული გამოდგა ეს დღე მაგრამ გამარჯვება დაგვრჩა! გილოცავთ! ლაივს ვუყურებდი ქუჩაში ყველა მიყურებდა რა ხდებაო:D ))
asaqsdasa
12:46 17-05-2019
0
მაგარი ბიჭია!!! მაგარი!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული