ბექა ლომთაძემ (61 კგ) პირველივე პერიოდში 12-0 გაანადგურა აზერბაიჯანელი ჰასან ზადა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს ჰაჯიმურად რაშიდოვს შეხვდება.
გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) იოლად 10-0 მოუგო პოლონელ რობერტ ბარანს და ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა აკგულს შეხვდება.
სანდრო ამინაშვილი (86 კგ) აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.
ირაკლი მწითური (92 კგ) რუს აბდულრაშიდ სადულაევთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპირველობაზე
მისთვის ახალ 70 კგ-ში კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი დაეუფლა, რომელმაც 3:1 დაამარცხა უკრაინელი ანდრეი კვიატკოვსკი.
ბრინჯაოს მედალს აგრეთვე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დაეუფლა, რომელმაც უკრაინის სახელით მოჭიდავე მურაზ მჭედლიძეს 5:2 სძლია.