ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

AutoSharing Option
მე არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ვაკის ფალავანთა კლუბთან განაცხადა, სადაც ჭიდაობის ფედერაციის დაკავებული პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება.

მისი განცხადებით, წელს ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, მომავალ წელს ოლიმპიადაა და ამიტომ ეს პროცესი მალე უნდა დასრულდეს.

"პირველ რიგში, მე, როგორც მსოფლიო ჩემპიონი, გეუბნებით, რომ ეს არის არასასიამოვნო სიტუაცია სპორტსმენებისთვის, რომლებმაც სამშობლოსთვის უნდა იბრძოლონ. მოჭიდავეები დავსხდებით და ვისაუბრებთ. წელს ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, მომავალ წელს
ოლიმპიადაა და გვინდა, რომ ეს მალე დასრულდეს. როდესაც დამთავრდება პროცედურები, გეგაც და ყველანი ერთად მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. დათუნაშვილმაც დააფიქსირა, რომ არავის დასჯა არ სურს, უბრალოდ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. მე არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში", - განაცხადა კურტანიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

altჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია [VIDEO]

altმონტაჟის გარეშე - ლადო ხინჩეგაშვილის კომენტარი ჭიდაობის სკანდალთან დაკავშირებით [VIDEO]

altმოჭიდავეები პოლიციის სამმართველოსთან გეგა გეგეშიძის დაპატიმრების გასაპროტესტებლად იკრიბებიან

altმოწმე - ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგა გეგეშიძე, რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ...

მომზადებულია IPN.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
და შენ ვინ ხარ??? ხალხს ყველაფერი ახსოვს მათ შორის შენი ბიოგრაფიაც. წარსულიც და აწმყოც!
დათო
00:52 24-01-2019
0
ეს არიკო პრეზიდენტობიდაან ძალიტ რო გადააგდეს? კვერცხები როდაუშინა ვეტერანმა მოჯიდავეებმა...არგინდა რა ეხლა სახარების კიტხვა...არანაკლები მოძალადე იკავი შენც...
თერგი
00:02 24-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული