6 ოქრო ბულგარეთიდან - დინგაშვილი, ბოლქვაძე და სულავა მეორეს დღის გამარჯვებულები

AutoSharing Option
წაუგებლად აგრძელებს ასპარეზობას საქართველოს თავისუაფალი სტილით ნაკრები ბულგარეთში მიმდინარე 23 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე. პირველი დღის მსგავსად მეორე დღეც ჩვენმა ფალავნებმა 100%-იანი შედეგით დაასრულეს. სამი ჩემპიონი და კიდევ სამი ფინალისტი, რომლებიც ხვალ იასპარეზებენ.

ტურნირის გამარჯვებულები რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გიორგი სულავა (74 კგ) გახდნენ. დინგაშვილმა წმინდად მოუგო რუმინელ რაზვანს, ბოლქვაძემ აშკარა უპირატესობით 10-0 დაამარცხა ბულგარელი ბადავროვი, სულავამ კი დაძაბულ ბრძოლაში ბოლო ქულის ხარჯზე სძლია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს 23 წლამდელთა შორის სლოვაკეთის წარმომადგენელ ტაიმურაზ სალკაზანოვს 6-6.

შეგახსენებთ,
რომ პირველ დღეს ჩემპიონები ივერი ჯულაყიძე (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) გახდნენ.

ხვალ შეჯიბრის ბოლო დღეს ფინალში კიდევ სამი ქართველი ფალავანი შეეცდება ოქროს მედლის მოპოვებას, ფინალში ზაურ ბერაძე (86 კგ), ბექა ჭელიძე (97 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) იასპარეზებენ.

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ფეისბუქის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული