გენო პეტრიაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რომში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალში პეტრიაშვილმა 11:0 სძლია პოლონელ რობერტ ბარანს და მეორედ გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული.

მან გადამწყვეტ ბრძოლამდე ესპანელი ხოსე კუბა ვასკესი (10:0), რუსი ბალდან ციჟიპოვი (11:0) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (7:2) დაამარცხა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა - ვერცხლის მედლის მფლობელი ბექა ლომთაძე (61 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დაეუფლნენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გილოცავთ ბიჭებო ყველა მედალი დამსახურებული იყო. გენო ჭიდაობის ტალახაძეა!
თბილისი
09:33 17-02-2020
0
გილოცავთ ქართველებო!!! გენო, შენ გენაცვალე ქართულ ჯიგარში!!! საამაყო ბიჭები გვყავს - გენო, ლიპო, ტალახაძე და ბევრი სხვა. ვინც ამ ბიჭებს გვილანძღავს - გვარამია ბერძენიშვილებო - თქვენი უსისხლო და უქართველო .....
jemiko
10:43 17-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული