პეტრიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა და კიდევ ორი მედალი ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის, გიორგი სულავამ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილი ფინალში თურქ ტაჰა აკგულთან 2:5 დამარცხდა და გასულ ევროპირველობაზე მარცხის გამო რევანში ვერ აიღო.

პეტრიაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი იტალიელ აბრაჰამ რუანოს (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (2:1) მოუგო.

სულავამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს სძლია, ხოლო მაისურაძემ - მოლდოვის სახელით მოასპარეზე გეორგი რუბაევს.

შეგახსენებთ, პირველ საასპარეზო დღეს ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) ოქროს
მედალი მოიპოვა, ხოლო ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) - ბრინჯაოს მედლები.

საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე 6 მედალს დაეუფლა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა სჭირს ამ კაცს, ფინალამდე უპრობლემოდ მიდის და მერე რაღა ემართება.
დავით 67
01:31 31-03-2022
5
რა სჭირს და მოუმზადებელი იყო მსოფლიოსათვისაც და ახლაც . ვისაც ჭიდაობა ესმის , ის მიხვდებოდა . ფინალამდე არც აქ და არც იქ , სერიოზული არავინ შEხვედრია . ბარანს რო 2-1-ზე მეტს ვერ მოუგებს გენო , ე.ი. არაა მომზადებული . ფიზიკურად და გამძლეობაზე . ვერ გადაიყვანა აკგული ქულაზე ფეხიდან ,არც ძალა ეყო და ქანცი გასძვრა ვერ ხედავთ ?
ტარიელი
10:18 31-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული