სამწუხაროდ, 29 წლის პეტრიაშვილმა შარშან ევროპირველობის ფინალში აკგულთან მარცხისთვის რევანშის აღება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში აზამატ ხოსონოვს (საბერძნეთი) 12:2, ნახევარფინალში კი დანიელ ლიგეტის (უნგრეთი) 7:4 სძლია.
საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.
ტურნირზე ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა, ხოლო ედემი ბოლქვაძემ (65 კგ), შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.